„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 828
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 04/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.017319
828
15/05/2022
ვებგვერდი, 16/05/2022
170040000.22.027.017319
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №828

2022 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი: 170040000.22.027.014413) დამტკიცებული წესის 21 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​3. ამ მუხლის 21 პუნქტში მითითებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა, თუ ამით ირღვევა ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი. პირს ასევე შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში, აგრეთვე ნოტარიუსის უფლებამოსილების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის 2​1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 4 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე