„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017584
141
10/05/2022
ვებგვერდი, 11/05/2022
200090000.22.033.017584
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №141

2022 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 78-ე მუხლის 61 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. აკრძალულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული  საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემდეგ ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება.

2. იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება განახორციელოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებამდე.“.

2. 792 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) იმპორტირებული სითხეები განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი).“.

3. 801 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თამბაქოს და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული  საქონლის მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.“.

4. 812 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) აქციზური მარკის მიღებისთანავე, არაუგვიანეს მიღებიდან 1 სამუშაო დღისა; ხოლო 3824 99 960 01 (3824 90 980 01) კოდში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) – არაუგვიანეს საქონლის მიწოდების განხორციელებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე