დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017235 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე (გარდა განყოფილების უფროსზე მაღალი რანგის თანამდებობისა) მისაღებ მოსამსახურეს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.“. 2. 27-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს, თუ მათ სამსახურში მიღებისას (ან მიღების შემდგომ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ წესის მე-18 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების – სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის მინიჭებისას უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.“. 3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ამ წესის 631 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე;“. 4. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ); ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ზ) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე; ი) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 631 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ლ) გარდაცვალების გამო; მ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ნ) სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო; ო) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო (გარდა გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა); პ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ჟ) სამსახურის ვადის გასვლის გამო; რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.“. 5. 48-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი: „მუხლი 481. დათხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის საფუძველზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. 2. მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 631 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომ − ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) ცენტრალურ სამხედრო საექიმო კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.“. 6. 53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 მუხლი: „მუხლი 531. გათავისუფლება ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა ამ წესის 632 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე მიღებული უარყოფითი შეფასების შესაბამისად.“. 7. 54-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება ან/და დაითხოვება მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მიღებული იყო გარკვეული ვადით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურში გარკვეული ვადით მიღებული მოსამსახურე არ თავისუფლდება ან/და არ დაითხოვება სამსახურიდან, თუ მას სამსახურის ვადის გასვლამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება ან ახალი ვადით დაინიშნა იმავე ან სხვა თანამდებობაზე.“. 8. 63-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 და 632 მუხლები: „მუხლი 631. მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) 1. მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) შეიძლება ჩატარდეს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის სამსახურის უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც პატაკით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან სააგენტოს უფროსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. 2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის შემდეგაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა საფუძვლიანია და წერილობით მიმართავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს; ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეუჩერდება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ; ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს. 6. თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალურ სამხედრო საექიმო კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 7. თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნით დადგინდა, რომ მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან, რაც აგრეთვე ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს. 8. მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მუხლი 632. ატესტაცია 1. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება. 2. ატესტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სამსახურის უფროსი თავისი ინიციატივით ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სააგენტოს უფროსის მიმართვის საფუძველზე. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით. 4. ერთი და იმავე მოსამსახურის ატესტაცია დასაშვებია წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მოსამსახურის: ა) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას; ბ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის შემოწმებას, გასაუბრების ან ტესტირების და გასაუბრების ფორმით. 5. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით საატესტაციო კომისია ადგენს შემდეგს: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია სამსახურის უფროსს მიმართავს რეკომენდაციით მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 8. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, საატესტაციო თემატიკა, მოსამსახურის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები