დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017233 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზა; მ) კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზა;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველო;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) დაქტილოსკოპიურ, ბალისტიკურ, ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა აღრიცხვა და ბაზების წარმოება;“. 4. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 1 მუხლი: „მუხლი 81 1. კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საჭირო გარემოებების დასადგენად, საკითხების გადასაწყვეტად, ელექტრონული/ციფრული მტკიცებულებების შესწავლა-დამუშავება, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა; ბ) დანაშაულის კვალის, ნივთიერ (ელექტრონული/ციფრული) მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 10 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები