„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 62ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2022
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 13/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 19/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016128
62ძ/ს
05/05/2022
ვებგვერდი, 10/05/2022
010340000.33.062.016128
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრის

ბრძანება №62ძ/ს

2022 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016115) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის) თანდართულ ტიპურ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ბ) სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის სამსახური;

გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულს (სამსახური) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

3. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დევნილთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხებისა);

გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას;

ე) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საინფორმაციო კამპანიის წარმოების ხელშეწყობას;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

4.  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის  სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების  განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას;

გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობას;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა  და  სავალდებულო  სამხედრო  სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

გ) სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას;

დ) კანონმდებლობით დელეგირებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 13 მაისიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბულისკერია