გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/52-14
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/05/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/52-14
02/05/2022
ვებგვერდი, 06/05/2022
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

ს ა ო ქ მ ო   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

(საქართველოს სახელით)

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 

მოსამართლე ნათია შიოშვილი

სხდომის მდივანი მონიკა ჯანელიძე

 

თბილისი, 2022   წლის 02 მაისი, ორშაბათი

საქმე №2/52-14     

 

განმცხადებელი/მოვალე  შპს ,,სამშენებლო კომპანია ავტობანი“  (ს/ნ2023007743)

გაკოტრების მმართველი      სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი                სანდრო საგინაძე

მოთხოვნა                           გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე მოვალე შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანი‘’-ს მიმართ, გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით, მოვალე კომპანიის მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 იანვრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სასამართლოს ვებგვერდზე. www.tcc.gov.ge გამოქვეყნდა 2014 წლის 13 იანვარს (იხ. აქტი ტ.1, ს.ფ. 34).

 

2014 წლის 19 თებერვალს მიღებული განჩინებით კი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეუწყდა მეურვის უფლებამოსილება და იგი დაინიშნა გაკოტრების მმართველად.

2022 წლის 05 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ:

შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის მიმართ სამეწარმეო რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 30 იანვარს თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ. საწარმოს მიზნობრივ საქმიანობას წარმოადგენდა მშენებლობა. შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743) აღარ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნამდე არსებულ პერიოდშიც კი.

მეურვის -სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორთა პირველ კრებაზე გაკეთდა მოხსენება, რის საფუძველზეც კრედიტორთა კრებას წარედგინა ინფორმაცია შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე.

რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო დავებს  დგინდება, რომ მოვალე კომპანიის მიმართ მიმდინარეობდა 11 დავა, რომლიდანაც დღეის მდგომარეობით ყველა არსებული დავა დასრულებულია.

მეურვის მოხსენების საფუძველზე კრედიტორთა კრებისათვის ცნობილი გახდა, რომ: შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743) არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვას და მეურვესთან ფინანსური ხასიათის დოკუმენტაცია წარმოდგენილია მხოლოდ გახსნამდე არსებული მონაცემები; მოვალე საწარმოს ქონების მოძიების პროცესში, მეურვე დაეყრდნო მოვალე საწარმოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის ქონებას წარმოადგენდა სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონებები. დასახელებული ქონების შეფასების შედეგად ქონების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 2200 ლარი.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულია კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, ამავე კანონის 27- მუხლის 12- პუნქტის თანხმად, „კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება“.

2021 წლის 20 დეკემბერს ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე, გაკოტრების მმართველმა განმარტა, რომ ქვემოთ დასახელებული ქონება უნდა ყოფილიყო მიჩნეული საწარმოს სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახედ და ამავდროულად, კრედიტორს განემარტაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული უფლების თაობაზე.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 21 დეკემბერს 17:00 საათზე საჯარო აუქციონზე განათავსა შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის მოძრავი ქონება ერთიანი კომპლექსის სახით (ლოტი #:51504 ) აუქციონის ხანგძლივობა განისაზღვრა 08 დღით და დასრულდა 2021 წლის 29 ივლისს 17:00 საათზე და ქონება შეიძინა ფიზიკურმა პირმა გიორგი საბაძე (52001025366) 1320 ლარად.

მიუხედავად იმისა, რომ შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის სამეურვეო ქონების რეალიზაცია განხორციელდა ერთიანი კომპლექსის სახით, პირველ აუქციონზე ქონების შემძენმა არ გამოიყენაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 38- მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ უფლება და უარი განაცხადა საწარმოს ერთადერთ პარტნიორად რეგისტრაციაზე.

რეალიზებული ქონების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1320 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761- მუხლის საფუძველზე, დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა – 201.36 ლარი, რომელიც დაექვემდებარა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

შესაბამისად, შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი-ს (/ 202307743) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად გასანაწილებელმა თანხამ შეადგინა 1118,64 ლარი.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 42- მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში გაუქმების შესახებ.

ამავე კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის  29- მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს, ხოლო ამავე მუხლის მერვე პუნქტისქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში უნდა აღინიშნოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა.

 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

.) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარსგაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა; ხოლო ამავე ბრძანების ,’’ ქვეპუნქტის თანახმად:

) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისასსამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

 შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვისა და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 10 000 ლარს.

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლიქვეპუნქტის თანახმად, სსიპაღსრულების ეროვნული ბიუროსმომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და მიმდინარე საქმეში არსებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის გათვალისწინებით, შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოებაზე არსებული გასანაწილებელი თანხა უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

გასანაწილებელი თანხის ოდენობა შეადგენს: 1118,64 (1320-201,36) ლარი.

შესაბამისად, სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა 1118,64 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშიდან გადმოტანილმა თანხამ შეადგინა 9343,56 ლარი. ჯამში გასანაწილებელი თანხის ოდენობა შეადგენს 10462,20 ლარს. აღნიშნული თანხიდან 10 000 ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვას, როგორც პირველი რიგის კრედიტორული მოთხოვნა. დარჩენილი თანხა კი უნდა განაწილდეს მომდევნო რიგის კრედიტორული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

პირველი რიგი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვისა და გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 10 000 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 40- მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება შპს სამშენებლო კომპანია ავტობანი (/ 202307743)-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა  სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, მმართველმა მოითხოვა შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანი‘’-ს (ს/კ 202307743) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

2022 წლის 02 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც  ესწრებოდდნენ განცხადებელი სსიპ შემოსავლების სამსახური და  აღიარებული კრედიტორი შპს ,,იბოლია‘’,  გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს მხარი დაუჭირეს.

საქმეში წარმოდგენილი მასალების, გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის გაცნობისა და ასევე, კრებაზე გამოცხადებულ კრედიტორთა პოზიციების მოსმენის შედეგად,  სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და  საწარმოს სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7 , მე-8, მე-9, 24-ე, მე-40, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

              :

1. დასრულდეს  შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანი‘’-ს (ს/ნ 202307743) გაკოტრების საქმის წარმოება (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ჩუბინაშვილის ქუჩა N69) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანი‘’-ს (ს/ნ 202307743)  რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა);

 3. 1-ელი რიგის კრედიტორს, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეკუთვნოს საქმეზე მის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი საფასური - 10 000 (ათი ათასი)  ლარის ოენობით;

 4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე                                                                                    ნათია შიოშვილი