“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 17/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 26/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.530
320
09/10/2002
სსმ, 104, 17/10/2002
200.250.000.11.117.005.530
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №320

2002 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2002 წლის 10 მაისის №1399- IIს (სსმ I, №10,13.05.2002) კანონიდან გამომდინარე და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის   საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის   №343 ბრძანებით დამტკიცებულ   საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

ა) დებულების ტექსტში სიტყვები „საგადასახადო შემოსავლების“  შეიცვალოს სიტყვით: „ფინანსთა“;

ბ) დებულების მე-7 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო, კომპლექსურ და თემატურ შემოწმებებს;

„ბ) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საქმიანობის რიგგარეშე შემოწმებებს .“

გ) დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე” ქვეპუნქტი.

2. დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი – „ადმინისტრაციულ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი