დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016740 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბაზრის წესების 161-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ქვეყანაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიჭარბის ან ასეთი პროგნოზის შემთხვევებში, შეწყვიტოს (ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით – შეზღუდოს) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო შემოდინება და საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს ელექტროენერგიის წარმოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა, უსაფრთხოება და საიმედო ფუნქციონირება. ამასთან, ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: კ.ა) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების (გარდა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებისა) ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მოსალოდნელი დღეღამური დატვირთვის ბალანსით გათვალისწინებული გამომუშავების პროპორციული შემცირების გზით; კ.ბ) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა არ ეხება ჰიდროელექტროსადგურების მიერ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის წარმოებას; კ.გ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წლიურ მარეგულირებელ სადგურად მიჩნეულ (საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე) ჰიდროელექტროსადგურებში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების შეზღუდვა (წყლის დაღვრა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მიზეზით. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სიჭარბედ ითვლება მდგომარეობა, როდესაც წლიური რეგულირების წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებში, ტექნიკური უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით აღარ არსებობს წყლის დაგროვების საშუალება და ამავდროულად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება აღემატება ელექტროენერგიის მოხმარებას (ექსპორტის ჩათვლით). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესრულების ვალდებულებისაგან.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები