„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/05/2022
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016149
23
04/05/2022
ვებგვერდი, 04/05/2022
310020000.55.067.016149
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №23

2022 წლის 4 მაისი

ქ. ბათუმი

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) წესმე-4მუხლდაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ და „12“ პუნქტები:

„11. ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი და სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი  უნდა  ჩატარდეს სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ ცენტრში, სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამის მიხედვით.

12. გამონაკლის შემთხვევაში, თუ აღნიშნული კურსები ჩატარდება იმ პროგრამით, რომელიც არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ, კურსის დაწყებამდე, აღნიშნული პროგრამისა და კურსის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის შემოწმება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ, რაზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება კურსების განმახორციელებელ დაწესებულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა.  

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი