,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016544
21
04/05/2022
ვებგვერდი, 06/05/2022
010260020.35.116.016544
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2022 წლის 4 მაისი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2022წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016527) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ  საცხოვრებელი  ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო (სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ.) ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია  130 ლარიდან 250 ლარამდე.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი  ფინანსდება ყოველთვიურად  და დახმარების  მოცულობა განისაზღვრება თვეში  300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის  ხარჯებისათვის  იმ  ქალაქში , სადაც სარგებლობს  სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით  „დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსპლანტაცია“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვადასხვა  სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ენდოკრინოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ინტა- ვიტრეალური ინექცია, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-9, მე-10,  მე-16 მუხლების  მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე პუნქტებით.“

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის  პირველი, მეორე , მესამე და მეხუთე პუნქტებით.“

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე , მესამე და მეხუთე პუნქტებით.“

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-14 და მე-15 მუხლების  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე , მესამე პუნქტებით  და მე-5 მუხლით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი