„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016538
21
28/04/2022
ვებგვერდი, 05/05/2022
010220020.16.009.016538
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2022 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 21 პუნქტისა და 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ადგენს:

მუხლი 1
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 10/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016374) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სადავო საკითხი – დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი დავა, რომლის გადაწყვეტა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან/და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას;“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. დადგენილების/დარიცხვის შეჩერება და მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობა

1. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ჩერდება საწარმოს გასაჩივრებული დადგენილების ან/და დარიცხვის მოქმედება კომისიის მიერ შესაბამისი სადავო საკითხის  საბოლოო გადაწყვეტამდე.

2. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითი ინფორმაციის საწარმოს მიერ მიღების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მომენტიდან  კომისიის მიერ მომხმარებელსა და საწარმოს შორის სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია ამ საწარმოს მიერ ან მისი მოთხოვნით მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტა, ხოლო თუ მიწოდება შეწყვეტილია, იგი უნდა აღდგეს არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მიწოდების შეწყვეტის ისეთ შემთხვევაზე, რომლის საფუძველია ის დავალიანება, რომელიც არ წარმოადგენს დავის საგანს და რომელიც წარმოიშვა ან/და რომლის გადახდის ვადა დადგა კომისიაში სადავო საკითხის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ.“.

2. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. კომისიის სხდომის დისტანციურად ჩატარება

1. კომისიის სხდომა, შესაძლებელია, ჩატარდეს დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, კომისიის 2021 წლის 13 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ 201 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კომისიის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაში, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე კომისია უზრუნველყოფს სხდომაში მის მონაწილეობას კომისიის ადმინისტრაციული შენობიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე