დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 03/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016024 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.06.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოებია: ა) უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო; ბ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო; გ) უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო.“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი: „მუხლი 573. უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო 1. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო. 2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსულტაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 4. უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
3 მაისი 2022 წ. ქ. თბილისი N13-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები