„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023443
232
03/05/2022
ვებგვერდი, 04/05/2022
340170000.10.003.023443
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2022 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2018, 340170000.10.003.020969) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. პროექტების შერჩევისა და თანხის გამოყოფის დროებითი წესი

იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა არ ჩატარებულა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და თანხის გამოყოფისათვის დადგინდეს ამ წესის პირველი მუხლის მე-9, მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტებისგან განსხვავებული რეგულაცია, კერძოდ:

ა) მუნიციპალიტეტის მერს მიენიჭოს დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების (მათ შორის, სავარაუდო ღირებულების მითითებით) დამტკიცების, შესაბამისი ცვლილების განხორციელებისა და დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების უფლებამოსილება;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიმდინარე წლის 1 ივნისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროექტების შერჩევისა და თანხის გამოყოფის დროებითი წესის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი