დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390000000.10.003.023442 |
|
საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ტყის კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება
|
მუხლი 1.
მოწესრიგების მიზანი |
1. „საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების“ (შემდგომში − დებულება) შემუშავების მიზანია საქართველოს ტყის მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის ანგარიშგების სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნა.
2. დებულების მიზანია საქართველოს ტყის მართვის, სარგებლობის, მოვლა-აღდგენისა და დაცვის განხორციელებისა და შეფასების უზრუნველყოფა იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს ტყის ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, განახლების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა ეკოსისტემების დაზიანება. |
მუხლი 2.
ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების გამოყენების სფერო
|
1. ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები აღწერს ტყის მდგრადი მართვის მიზნებს, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და ტყის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფით.
2. ტყის მდგრადი მართვის ინდიკატორები აღწერს კრიტერიუმების მიღწევის გაზომვის პროცესს და ხელს უწყობს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლებისა და ცვლილებების მონიტორინგს. 3. ტყის მდგრადი მართვის რაოდენობრივი ინდიკატორები გამოიყენება საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად, ხოლო ხარისხობრივი ინდიკატორები − ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად. |
მუხლი 3.
ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების სახელმძღვანელო პრინციპები |
საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ეკოლოგიური პრინციპი – აღწერს ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის ელემენტებს; ბ) ეკონომიკური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსების სარგებლობით ქვეყნის შიგნით დამატებითი ღირებულებების შექმნის ჩარჩოპირობებს და საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტყის სექტორის წვლილს; გ) სოციალური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსებზე წვდომის, ტყის სექტორში შემოსავლის წყაროების შექმნის, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კრიტერიუმებს; დ) მრავალფუნქციურობის პრინციპი – აღწერს პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებებისას ტყის ყველა ფუნქციის გათვალისწინების კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყის რესურსებიდან ერთი სახის სარგებლის მიღებისას მისი სხვა ფუნქციების შენარჩუნება; ე) გამჭვირვალობის პრინციპი – აღწერს იმ კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყესთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის – განსაკუთრებით ტყეზე დამოკიდებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – ინფორმირებულობა და ჩართულობა.
|
მუხლი 4.
ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები |
1. ტყის მდგრადი მართვის პრინციპები ქმნის ტყის მართვის სფეროში პოლიტიკური, სტრატეგიული და ოპერატიული მართვის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნიან ჩარჩოს ტყეების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებისთვის, ტყის მართვის შედეგების მონიტორინგისა და მდგრადობის მიმართულებით განხორცილებული მიღწევის შეფასებისთვის.
2. ეკოლოგიური პრინციპის საფუძველზე, ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. 3. ეკონომიკურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს მრავალფუნქციურობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. 4. სოციალურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს გამჭვირვალობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, განისაზღვრება დანართ №3-ის შესაბამისად. 5. გარდა ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმებისა და ინდიკატორებისა, ტყის მდგრადი მართვის შეფასება ხორციელდება სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩოს შეფასების კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით, რომლებიც განისაზღვრება დანართი №4-ის შესაბამისად. |
მუხლი 5.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება |
1. ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგოში − სამინისტრო) ახდენს ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს.
2. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მასალების საფუძველზე, შეიმუშავებს დასკვნით ანგარიშს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 3. სამინისტროს მიერ ამ მუხლის საფუძველზე შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები ქმნის ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების საფუძვლებს და აისახება ტყის მართვის ორგანოებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში. |
დანართი №1
|
ეკოლოგიური პრინციპი – ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვა
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გათვალისწინება არა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე (სეგრეგაციის/გამიჯნვის მიდგომა), არამედ ასევე ყველა კატეგორიის ტყის მართვაში (ინკლუზიური/ინტეგრირებული მიდგომა) |
|
დანართი №3 სოციალური პრინციპი
დანართი №4 სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო
[1] აშკარა (ხილული/გამოვლენილი) მოხმარება = წარმოება + იმპორტი - ექსპორტი. (აშკარა) მოხმარება გამოხატულია მრგვალი ხე-ტყის ეკვივალენტის მ³-ში. [2] სხვადასხვა პროდუქტებისთვის: საშეშე ხე-ტყე, სხვა სამრეწველო მრგვალი ხე-ტყე, დახერხილი მერქანი, ხის პანელები, ქაღალდი და ფიცარი. (მ³ მრგვალი ხე-ტყის ექვივალენტი გამოხატავს მრგვალი ხე-ტყის რაოდენობას, რომელიც საჭიროა გარკვეული ხის პროდუქტის მ³-ის წარმოებისათვის. ეს საშუალებას იძლევა გამოიხატოს ურთიერთმიმართება მოხმარებული მრგვალი ხე-ტყის მოცულობასა და ტყიდან გამოტანილ მოცულობას შორის). [4] საბაზრო მომსახურებების მაგალითები (Forest Europe: ტერმინების განმარტება): ეკოლოგიური მომსახურებები: წყლის დაცვა, ნიადაგის დაცვა; ბიოსფერული მომსახურებები: ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის რეგულირება; სოციალური მომსახურებები: ჯანმრთელობის დაცვა, ტურიზმი, რეკრეაცია, სპორტული აქტივობები (მაგ.: სანადირო და თევზჭერის ლიცენზიები, მართული სარეკრეაციო ადგილები ან ბილიკები სამთო ველოსპორტისთვის, ცხენოსნობა, სათხილამურო და სხვა სარეკრეაციო ღონისძიებები, ინფრასტრუქტურის დაცვა); კულტურულ/სულიერი მომსახურებები: სულიერი მომსახურება, კულტურული მომსახურება, ისტორიული მომსახურება; სხვა საბაზრო მომსახურებები: მაგ., გადახდა ტყიანი ტერიტორიების მესაკუთრეებისთვის/ტყის მართვის ორგანოებისთვის, გრუნტის მოპოვების, სატელეკომუნიკაციო ანძების, ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟების და ელექტროენერგიის განაწილებისთვის საჭირო ლიცენზიებისთვის; ეს მომსახურებები პირდაპირ ხელს უწყობს ტყის მართვის ორგანოს შემოსავლების ზრდას და საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობას, იმ შემთხვევვაში თუკი ეს განხორციელდა ტყის დაცვითი ფუნქციებისთვის და ტყესთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიუყენებლად (რაც იზომება 3.3 ინდიკატორით). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები