,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 03/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016440
12
03/05/2022
ვებგვერდი, 04/05/2022
010250020.35.164.016440
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 3 მაისი

ქ. ყვარელი

 

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების  შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018 წ. 010250020.35.164.016280), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ბ)   მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური;

დ) პირველადი  სტრუქტურული  ერთეული  –  ზედამხედველობის სამსახური;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

ვ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

ზ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - საბუღალტრო განყოფილება;

თ)  პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

თ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“.

ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება;

ი.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის განყოფილება;

კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

კ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება გარე რეკლამის განთავსებაზე,  საზოგადოებრივი  ადგილებით  სარგებლობის  შეზღუდვის  წესებზე,  გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე; მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე; მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე. სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის   სივრცითი  ტერიტორიული  დაგეგმვისა  და  ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება ან/და ექსპლუატაციაში მიღება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 ივნისიდან.

 


ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი