„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016537
20
28/04/2022
ვებგვერდი, 05/05/2022
300310000.16.009.016537
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №20

2022 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 27/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.16.009.016373, შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“:

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის გაცემის გზით კომისია ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა არეალი – სხვა ტერიტორია, მათ შორის, ახლად განაშენიანებული ტერიტორია, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ტერიტორიული ნიშნით, ამ ტერიტორიის მოსახლეობის მიერ დამკვიდრებული სახელწოდებით, განაშენიანების თავისებურებებით ან/და სხვა ნიშნით.“;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიები, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელონ საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში გაიცემა შესაბამისი საქმიანობის მხოლოდ ერთი ლიცენზია.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიატები, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ახორციელებენ/ასრულებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებულ უფლებებსა და დაკისრებულ ვალდებულებებს.“;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი მოწყობილობებით ან საშუალებებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის უფლების კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით გახანგრძლივება;

ბ) ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ელექტროენერგეტიკული  ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობებისთვის − მათი ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან/და ასეთი მოწყობილობების მდგომარეობის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი   დოკუმენტები,  ხოლო  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების  საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის − მათი საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა)  სასმელი  წყლის  წყალმომარაგების  სისტემებისთვის − მათში სასმელი წყლის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე ნაგებობა, გამწმენდი ნაგებობა, საქლორატორო) ან/და მოწყობილობა-დანადგარის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი   წყლის უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება) და საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;

ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

გ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები ან ასეთი საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ პუნქტის „ბ.ა“  და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებებით მესამე  პირების მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების ლიცენზიატი;

დ) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი, ენერგეტიკული საწარმოს მფლობელობაში  არსებული  ელექტრული  ან  ბუნებრივი  გაზის ქსელის ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

დ.ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის შემთხვევაში წყალმომარაგების სქემაზე ასახული უნდა იყოს წყალმომარაგების სისტემის შემადგენელი შემდეგი ელემენტები:

დ.ა.ა) წყალაღების კვანძი/კვანძები;

დ.ა.ბ) სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენები;

დ.ა.გ) სატუმბი სადგური/სადგურები;

დ.ა.დ) საწნევ-სარეგულაციო რეზერვუარი/რეზერვუარები;

დ.ა.ე) გამწმენდი ნაგებობა/ნაგებობები;

დ.ა.ვ) საქლორატორო/საქლორატოროები;

დ.ბ) წყალარინების სისტემის შემთხვევაში წყალმომარაგების სქემაზე ასახული უნდა იყოს წყალმომარაგების სისტემის შემადგენელი შემდეგი ელემენტები:

დ.ბ.ა) წყალარინების მილსადენები (ძირითადი კოლექტორები);

დ.ბ.ბ) წყალარინების სატუმბი სადგური/სადგურები;

დ.ბ.გ) წყალარინების გამწმენდი ნაგებობა/ნაგებობები;

დ.გ) წყალმომარაგების სისტემის მუშაობის ტექნოლოგიური აღწერილობა უნდა მოიცავდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წყალმომარაგების სქემაზე დატანილი ელემენტების ტექნიკური მახასიათებლების დეტალურ აღწერას;

დ.დ) ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სისტემის აღწერილობაში წარმოადგინოს ინფორმაცია იმ პოტენციურ მომხმარებელთა თაობაზე, რომელთა სასმელი წყლით ან/და წყალარინების მომსახურებით უზრუნველყოფა მოხდება კონკრეტული სისტემის მეშვეობით. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას შესაბამისი კატეგორიებისა და საპროგნოზო სასმელი წყლის მოხმარებების მითითებით;

ე) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ, მოთხოვნილი  ლიცენზიის  შესაბამისად,  კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება  მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთებას საჭიროებს, ხოლო მიერთების არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია მიერთების  წერტილის  ტექნიკური  პარამეტრების (მონაცემების) შესახებ, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ;

ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის ან წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად;

ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია  მათი ღირებულებები, და ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის ანგარიში ამ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;

თ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საწარმოს აქვს კონკრეტულ ენერგეტიკულ საქმიანობასთან ან   წყალმომარაგების    საქმიანობასთან    დაკავშირებული პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის  ადამიანური რესურსი, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ი) სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

კ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ლიცენზიის მაძიებლის სავალდებულო განცალკევებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებელზე საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და შეფასებები მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.“;

დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება შესაბამისი ელექტროენერგიის წარმოების ობიექტისა და პირველადი ენერგორესურსის სახე, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, აგრეგატების საპროექტო სიმძლავრე, დადგმული სიმძლავრე, საშუალო მრავალწლიური საპროექტო გამომუშავება და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მახასიათებლები.“;

ე) №1.3 დანართის (ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის სალიცენზიო პირობები):

ე.ა) მე-3 პუნქტის:

ე.ა.ა) მე-2 ქვეპუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) თავისი მომსახურების არეალში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან ქსელის, აგრეთვე, მომხმარებლების მიერთება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად;“;

ე.ა.ბ) მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ზომები ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სხვა მომსახურებები, რომლებსაც მიაწვდის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ქსელის წესებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. №2 დანართით დამტკიცებული „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება.“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბუნებრივი გაზის სექტორი:

ბ.ა) ბუნებრივი გაზის მიწოდება;

ბ.ბ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობა;

ბ.გ) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერატორების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების რეესტრს და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კომისიის ვებგვერდზე, წარმოდგენილ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე სიმძლავრის  ელექტროსადგური ან ენერგეტიკული  საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება,  ამის  შესახებ  კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების  ბაზრის ოპერირებას.“;

 დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

დ.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) მითითება გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;

დ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) წარმოების ობიექტისა და პირველადი ენერგორესურსის სახე;“;

დ.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერატორმა:

დ.ა) ამონაწერი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

დ.ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

დ.გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა;

დ.დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის გზამკვლევი;

დ.ე) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის წესები;

დ.ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება კომისიის ნორმატიული აქტებით.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია აწარმოებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერატორების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების რეესტრს, რომელიც მოიცავს:

ა)  ინფორმაციას ელექტროენერგიის მწარმოებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლისა და ტრეიდერის სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, თუ იგი იურიდიული პირია; სახელს, გვარს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე ინფორმაციას – თუ ინდივიდუალური მეწარმეა;

ბ) ინფორმაციას შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

გ) ინფორმაციას შეტყობინებას დაქვემდებარებული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე