დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.146.016211 |
|
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებაში (სსმ, № 8, 09.08.2010 წ., 010250020.35.146.000141) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის წესდებაში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები