ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 19/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 01/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.516
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
19/09/2002
სსმ, 98, 01/10/2002
040.230.000.17.014.005.516
ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2002 - 04/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.516

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება �22

2002 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

�ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ� წესის დამტკიცების თაობაზე

�ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ�, მე-3 პუნქტის დ� ქვეპუნქტების და 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა� ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ�.

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მ. ჯიბუტი

კომისიის თავმჯდომარე

წესი ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ�, მე-3 პუნქტის დ� ქვეპუნქტების და 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა� ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში � კომისია) მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში � გამოცდა) ჩატარების ფორმას და პროცედურას.

2. ეს წესი არ არეგულირებს კომისიის მიერ ბროკერის ლიცენზიის კანდიდატის მიერ ჩაბარებულად სხვა საკვალიფიკაციო გამოცდის აღიარებას.

��� მუხლი 2. გამოცდის ფორმა და პროცედურა

1. ყველა ის პირი, რომელსაც სურს აწარმოოს საბროკერო საქმიანობა, ვალდებულია ჩააბაროს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. გამოცდაზე გამსვლელი ფიზიკური პირის კვალიფიკაციის შესამოწმებლად გამოცდა ტარდება საგამოცდო კომისიის მიერ გასაუბრების ან ტესტირების წესით.

3. გამოცდას ატარებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის საგამოცდო კომისია �ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია და მისი მუშაობის რეგლამენტის� (დანართი1) საფუძველზე.

4. საგამოცდო კომისია გამოცდას ატარებს გამოქვეყნებული თემატიკის მიხედვით (დანართი 2), რომელმაც შეიძლება განიცადოს ცვლილება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად.

5. გამოცდაზე გამსვლელი პირი კომისიის თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას და შევსებულ ანკეტას (დანართი 3).

6. განცხადების შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით ნიშნავს გამოცდის დღეს.

7. გამოცდის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში, გამოცდაჩაბარებულ პირს საგამოცდო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ეძლევა გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი (ამონაწერი საგამოცდო კომისიის ოქმიდან).

8. გამოცდაზე გამსვლელ პირს, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმება საგამოცდო კომისიის შეფასებას, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით. უარყოფით შეფასებამიღებულ პირს კვლავ შეუძლია გამოცდაზე მონაწილეობის მიღება, გამოცდის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, საბუთების ხელახლა წარდგენის საფუძველზე.

 

დანართი 1

ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია და მისი მუშაობის რეგლამენტი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია (შემდგომში � საგამოცდო კომისია) იქმნება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის წევრთა რაოდენობა და სიითი შემადგენლობა, აგრეთვე მისი თავმჯდომარე და მდივანი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება საგამოცდო კომისიის ერთ-ერთ წევრს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. საგამოცდო კომისიის გაუქმება ან ცვლილება მის წევრთა შემადგენლობაში, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება ასევე ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით.

3. საგამოცდო კომისიის მიზანია ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატების ცოდნის შეფასება და მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენა.

��� მუხლი 2. საგამოცდო კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. საგამოცდო კომისია იკრიბება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილ დროს, ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის გამოცდის ჩასატარებლად.

2. გამოცდა ტარდება კანდიდატებთან გასაუბრების ან ტესტირების გზით, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული თემატიკის მიხედვით.

3. საგამოცდო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს გამოცდა, თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კანდიდატის ცოდნის საბოლოო შეფასება ხდება კომისიის დამსწრე წევრთა მიერ: ტესტირების შემთხვევაში � გამსვლელი ქულის განსაზღვრით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სწორი პასუხების 50%-ს ან მეტს, ხოლო ზეპირი გასაუბრებისას � კომისიის დამსწრე წევრთა შეფასებების შეჯამებით (საგამოცდო კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატის ცოდნას დადებითად ან უარყოფითად, ავსებს სპეციალურ ფორმას და აწერს ხელს), დადებითი და უარყოფითი შეფასების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის შეფასებას.

5. გამოცდის დამთავრების შემდეგ საგამოცდო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი და წევრები.

6. ამონაწერი საგამოცდო კომისიის ოქმიდან წარმოადგენს კომისიის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დოკუმენტს.

დანართი 2

ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატებისათვის საკვალიფიკაციო გამოცდის თემატიკა

1.ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონი.

2. მეწარმეთა შესახებ� საქართველოს კანონი (კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული საკითხები).

3. სახელმწიფო ვალის შესახებ� საქართველოს კანონი.

4. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონი.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი� საქართველოს კანონის 1654 - 1659 და 2092 მუხლები.

6. საბროკერო კომპანიის საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ� კომისიის წესი.

7. საბროკერო კომპანიების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ� კომისიის წესი.

8. საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშების შესახებ� კომისიის წესი.

9. საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ� კომისიის წესი.

10. ჩანაწერით ფლობის შესახებ� კომისიის წესი.

11. სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ� საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება.

12. სახაზინო ვალდებულებათა რეპო ოპერაციების შესახებ� საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება.

13. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურების შესახებ�.

14. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

15. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტები და მასთან შეთანხმებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის თვითრეგულირებადი მონაწილეების წესები.

დანართი 3

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატის ანკეტა

(ნიმუში)

სახელი, გვარი:_________________________________________________________

მისამართი:_____________________________________________________________

დაბადების თარიღი, ადგილი:_____________________________________________

პირადობის მოწმობა ან პასპორტის �: __________________________________

მოქალაქეობა:__________________________________________________________

განათლება:____________________________________________________________

სამუშაო ადგილი, თანამდებობა:__________________________________________

იყავით თუ არა მსჯავრდებული: კი , არა (შემოხაზეთ) როდის:________________

დანაშაულის კვალიფიკაცია:______________________________________________

საბროკერო კომპანია, სადაც აპირებთ მუშაობას: _____________________________

ორგანიზაციის სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონი :___________________

 

 

����������� �_____________

������������� (ხელმოწერა)

 

������������� ____________

������������� �(თარიღი)

 

დანართი 4

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელი ბროკერის ლიცენზიის მიღების კანდიდატის ��������გამოცდის შედეგები

სახელი, გვარი

 

საგამოცდო კომისიის წევრების შეფასება

 

საბოლოო შედეგები (ჯამური)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე: ----------------------------�

საგამოცდო კომისიის წევრები:��� ���� 1. -----------------------------

�������������������������������������������������������� 2. ----------------------------

�������������������������������������������������������� 3. -----------------------------

�������������������������������������������������������� 4. -----------------------------

საგამოცდო კომისიის მდივანი:�� -------------------------------