დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016290 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/05/2022 - 31/01/2025)
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება, თანდართული დანართის მიხედვით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილება (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016199).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
|
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
|
1.
მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
|
2.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერის წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
|
3.
სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
|
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
|
ა)
ქონების, მიწის მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განყოფილება;
|
ბ)
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; |
გ)
დაგეგმარების განყოფილება;
|
დ)
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.
|
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
|
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
|
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
|
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
|
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ი) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; კ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ლ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; ო) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; რ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ს) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებას; ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; უ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ფ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ქ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
ქონების, მიწის მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განყოფილება |
1. ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; თ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვის, მატერიალურ-პასუხისმგებელ პირებზე ჩაბარება-გადაბარების, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება და კონტროლი; ი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემისას საწყისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გაცემა; კ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აბონენტად აყვანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა შესაბამის დაწესებულებაში; ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; 2. ბუნებრივი რესურსების საკითხებში განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი მასალების მომზადება; ბ) გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების, მიწის და სატყეო მეურნეობის რაციონალური კომპლექსური სარგებლობის მართვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) ტყის სარგებლობასა და დაცვაზე სათანადო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე წინადადების მომზადება, ბუნებრივ სიმდიდრეთა ათვისებასა და გარემოს დაცვის საკითხების კონტროლი; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოთა ორგანიზაცია, მიწის გამოყოფის, დანიშნულების შეცვლის და გადაცემის შესახებ მასალების მომზადება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა; ვ) მიწის ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანისას მასალების მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად; ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ინფორმაციის გაცემა; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. სოფლის მეურნეობის საკითხებში განყოფილების ფუნქციებია: ა) სოციალურ, სტიქიის და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა და თანამშრომლობა; ბ) შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა; დ) აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, მეფუტკრეობის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ე) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევა პრობლემების გადაწყვეტაში; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ზ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდება; თ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება. |
მუხლი 5.
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები |
|
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას, განიხილავს და შეითანხმებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ ყველა სახის გეგმარებით პროექტებს, საბინაო-საქალაქო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კომუნალური დანიშნულების საპროექტო დოკუმენტაციას. საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს აღნიშნულ დოკუმენტაციას ზემდგომ ორგანოებს ექსპერტიზის ჩასატარებლად ან შეთანხმების მიზნით;
ე) მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ყველა სახის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებების მომზადებას ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობების და კომუნალური ობიექტების დაპროექტებზე;
ვ) საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამასთან(უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობების, მიშენების ან დაშენების დემონტაჟისათვის საჭირო თანხებით და რესურსებით) დაკავშირებული საკითხების მართვას;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული შენობების ლეგალიზაციას, შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარებას, მშენებლობის კონსერვაციას, მშენებლობების მიმდინარეობაზე კონტროლს;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით და სხვა დაფინანსებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 6.
დაგეგმარების განყოფილების ფუნქციები |
1. დაგეგმარების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; დ) ტერიტორიის გამწვანების და მაწანწალა ცხოველებისაგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების, სანიაღვრე და სარწყავი არხების ქსელის ნორმალური ფუნქციონირების გეგმის შემუშავებას; ზ) გამწმენდ ნაგებობათა, ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნისა და შენახვაზე წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას; ი) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას; კ) მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ლ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე; მ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; ნ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ო) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ჟ) წინადადებების შემუშავებას და მომზადებას, გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე, კულტურის და სპორტის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე; რ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების ქირის ამოღებას; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება. |
|
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების გეგმის, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
გ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის, ტერიტორიის გამწვანების და მაწანწალა ცხოველებისაგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხების შესრულებას;
დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა შესრულებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების, სანიაღვრე და სარწყავი არხების ქსელის ნორმალური ფუნქციონირებაზე მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ზ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების ორგანიზებას;
თ) მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების მართვას;
ლ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
მ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ნ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ო) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დაცვაზე სისტემატიურ კონტროლი;
პ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად დადებულ ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილების, აგრეთვე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მშესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობების შესრულების კონტროლი;
რ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 8.
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა |
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები