დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016536 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“:
1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მითითებას ბმულზე, სადაც ხელმისაწვდომია ამ წესების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;“. 2. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომხმარებელსა და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება შეწყდება ამ წესების შესაბამისად, მათ შორის, მომხმარებლის მიერ ამ წესების V თავის შესაბამისად თავისუფალ მიმწოდებელთან მიწოდების ხელშეკრულების დადების ან მსხვილი მომხმარებლის მიერ საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი დაკარგავს საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის ხელახლა მიღების უფლებას.“. 3. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს წერილობით მოსთხოვოს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების განახლების მიზნით ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 1 თვეს. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, ან, თუ მომხმარებლის ტელეფონის ნომერი მიმწოდებლისათვის ცნობილი არ არის – წერილობით. მომხმარებელი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით, მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.“. 4. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პირველი საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 2021 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები