დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვალი N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016474 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვალი №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/02/2022, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016467) და დადგენილების დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ა) მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში. პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით 91 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4), შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას; ბ) საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სახელოვნებო სფეროს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით (მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა, მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში, მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ) 2. დაფინანსდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ; 3. დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები