დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.151.016339 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №7 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 04.04.2022, 010250040.35.151.016337) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“; 2.დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“; 3.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან“; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები