დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.124.016444 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1209 მუხლი: „მუხლი 1209. პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა 1. საკრებულოსათვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ პორტალზე www.baghdati.gov.ge ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sakrebulobaghdati@gmail.com. 2. ელექტრონული ფორმით პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5 პროცენტს და დასახლების საერთო კრებას. 3. ელექტრონული სახით პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის(პასპორტის) დასკანერებულ ასლს. 4. პეტიციის ავტორს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ ავტორი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას. 5. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ავტორმა პეტიციის ტექსტი ქართულად Sylfaen შრიფტით უნდა განათავსოს აპლიკაციაში და აპლიკაციაში დოკუმენტის ატვირთვის გზით, თან დაურთოს: ა) ინფორმაცია პეტიციის წარმდგენი სუბიექტის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 მომხსენებელის/მომხსენებლების (შემდგომში-მომხსენებელი) შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის პრინციპები ან/და კონკრეტული წინადადებები, ან/და კონკრეტულად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული მოთხოვნა; გ) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და მასალები, რომლებიც პეტიციის წარმდგენ სუბიექტს პეტიიცის დასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ; 6. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოჩნდება მათი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე; 7. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ატვირთვისათვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე. 8. პეტიციის ელექტრონული ტექსტი არ იქნება მიღებული, რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არ აისახება თუ: ა) წარდგენილი პეტიც(ებ)ით დასმული საკითხ(ებ)ის გადაწყვეტა არ განეკუთნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას; ბ) წარდგენილი პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, მოთხოვნას; გ) პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები; დ) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ე) ტექსტის შინაარსი შეურაცყოფას აყენებს ნებისმიერ პირს; ვ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 9. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად მუნიციპალიტეტის ამომრჩეველმა აპლიკაციაში ქართული Sylfaen შრიფტით უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების მეშვეობით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის განცხადების შინაარს და ეთანხმება მას. 11. ხელმოწერის შესრულებისას ამომრჩეველი თუ არ არის თანახმა მისი სახელი, გვარი საჯარო გახდეს, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამისათვის შესაბამის ფანჯარაში ხელმომწერმა მხოლოდ მონიშვნა უნდა გააკეთოს. 12.ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის. 13. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმომწერთა მინიმალურ რაოდენობას და პეტიციის ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს. 14. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტს 30 დღის ვადაში, საჭირო რაოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციის გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე აგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის განცხადების ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სიას. 15. აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აღნიშნავს პეტიციის წარდგენის თარიღს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისაგან ითხოვს პეტიიცის მიღების დადასტურებას. 16.მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისაგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღს და დროს. 17.პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი იწყებს პეტიციის რეგისტრაციას. 18.პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, რეგისტრაციის მოწმობას ან/და პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხმარებელს და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები