დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016476 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი 04/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016439) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
|
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“.
|
ბ)
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.“. |
გ)
დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი“. |
დ)
დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ხელშეწყობის; სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან – განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიზნით, თანხის გაცემის წესს.“. |
ე)
დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზებული – საგანამანთლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) გუნდი: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 100 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები