„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016607
15
28/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
010260020.35.153.016607
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 28 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება, „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის  №11 დადგენილებაში (www matsne. gov.ge, 010260020.35.153.016405, 08/02/2018 წელი) კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ :

1.  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 3.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51​​2, 51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​​1-77​​2, 103-ე, 119​​1, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​​1, 148-ე, 150-ე, 150​​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2, 152-ე, 152​​2, 153​​4, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 159​​1 მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის  „ნარჩენების მართვის კოდექსი“  31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში სამსახური ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს“.

2.  მე-5 მუხლის მეორე პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. სამსახური უფლებამოსილია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  49-ე, 51-ე, 51​​2, 51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​​1-77​​2, 103-ე, 119​​1, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​​1, 148-ე, 150-ე, 150​​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2, 152-ე, 152​​2, 153​​4,   1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 159​​1 მუხლებითა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს საქართველოს კანონის  „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  77​​1-77​​2, 103-ე, 119​​1, 135-ე,  146​​1, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 151​​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  საქმეები“.

3.  მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51​​2, 51​​3, 53​​3, 52-ე, 55-ე, 55​​2, 55​​3, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 77​​1-77​​2, 103-ე, 119​​1, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 135-ე, 146​​1, 148-ე, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​2 და 152​​2 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საქართველოს საარჩევნო კოდექსი მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში განყოფილება ადგენს შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს“.

4.  მე-7 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. განყოფილება განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​​1-77​​2, 103-ე, 119​​1, 151​​2, 146​​1 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით  და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი