„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016606
14
28/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
010250050.35.153.016606
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

     მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2022 წლის 28 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება, „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №15 დადგენილებაში (www matsne. gov.ge, 010250050.35.153.016409, 19/02/2018 წელი) კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-83 და 21-ე მუხლების, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულიმცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის  „ჟ“ ქვეპუნქტის, რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-83  და 21-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 261  მუხლის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 2093-ე მუხლის  და 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების საფუძველზე და მისი მიზანია, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირება“.

3. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულიმცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გაცემის წესის“  პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალებების განთავსების საკითხები რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების  წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის  31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი