დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016464 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასური, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
|
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის შესაბამისად დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე – საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ის ოდენობით. ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ ახალციხის ტერიტორიისა – საწყისი საპრივატიზებო საფასურის 6%-ის ოდენობით. გ) სხვა უძრავ ქონებაზე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებისა – საწყისი საპრივატიზებო საფასურის – 6%-ის ოდენობით. დ) მოძრავ ქონებაზე – საწყისი საპრივატიზებო საფასურის – 7%-ის ოდენობით. . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები