„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016461
14
28/04/2022
ვებგვერდი, 02/05/2022
010250050.35.138.016461
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2022 წლის 28 აპრილი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, თარიღი 01/04/2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016460) და:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“

;

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუხლი 4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ორგანიზება

1. დარბაზის სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც.

2. საზოგადოებრივი დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.

3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე,  მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას, საერთო წესით,  ამტკიცებს დარბაზი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა, სპეციალური დღის წესრიგით.

6. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ინფორმირებას, სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, უზრუნველყოფს  საკრებულოს აპარატი.“.

.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე