,,სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლისათვის ტარიელ ჩაჩუას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 58/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018166
58/ნ
16/05/2022
ვებგვერდი, 17/05/2022
040030000.22.022.018166
,,სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლისათვის ტარიელ ჩაჩუას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლისათვის ტარიელ ჩაჩუას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №58/ნ

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლისათვის ტარიელ ჩაჩუას სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26.09.2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ  სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის – ტარიელ ჩაჩუას სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო  სკოლების თავის 26-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „                                                                                                                                                                                           

26

ტარიელ ჩაჩუას სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლა

სოფელი დაბლა გომი

დაწ-საბ-საშ.

“.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი