დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023437 |
227
27/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
040030000.10.003.023437
სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ (შემდგომში – ანსამბლი), სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვეს“ ბაზაზე. |
| მუხლი 2 |
ანსამბლი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ უფლებამონაცვლედ, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულთან – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესთან“ დაკავშირებულ საკითხებში. |
| მუხლი 3 |
ანსამბლის უფლებამოსილება განისაზღვრება ანსამბლის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელოს ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს ანსამბლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. |
| მუხლი 5 |
1. ანსამბლს ფუნქციონირებისათვის გადაეცეს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ანსამბლის 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ 2022 წლის საბიუჯეტო ასიგნებებში მისი სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესათვის“ განკუთვნილი ასიგნებების ოდენობით. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები