„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016466
19
28/04/2022
ვებგვერდი, 02/05/2022
190040000.35.138.016466
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2022 წლის 28 აპრილი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  24 დეკემბრის №7 დადგენილებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge; თარიღი 28/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016447) დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

1. ეს მუხლი მოიცავს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წლის 01 მაისამდე რეგისტრირებული/დროებითი რეგისტრაციის მქონე, 0-დან 12 წლის ასაკის ჩათვლით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე)  სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები,  მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე