„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016459
10
29/04/2022
ვებგვერდი, 02/05/2022
010250020.35.113.016459
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 29 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.113.016402) შევიდეს ცვლილება და დადგენილებას თანდართული დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერია შედგება 8 სტრუქტურული ერთეულის – სამსახურისა (ტექსტში შემდგომში – „სამსახური“) და 21 სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის – განყოფილებისგან (ტექსტში შემდგომში – „განყოფილება“ ).“.

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არის 12.“.

გ) დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის;

გ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის;

დ) ეკონომიკური განვითარების;

ე) საფინანსო-საბიუჯეტო;

ვ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის;

ზ) შიდა აუდიტის;

თ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge 03/12/2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 001026020.35.113.016403).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 2 მაისიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია