„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016970
01-41/ნ
13/05/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
280120000.22.035.016970
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-41/ნ

2022 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. ბრძანების:

ა) პირველი პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;  

ბ) მე-2 პუნქტი ჩემოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმების დამზადება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.“.  

2. ბრძანებით დამტკიცებულ ი №1 დანართის ( სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წეს ი):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს.

2. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომ – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, ასევე, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ა)   „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ოჯახის დეკლარაცია (ან დეკლარაცია) – სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად, აგრეთვე, ინფორმაციას 0-18 წლამდე ბავშვ(ებ)ის შესახებ;

ზ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;“;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოჯახის იდენტიფიკაცია, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ოჯახის იდენტიფიკაციის, ოჯახში მცხოვრები ბავშვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის მოპოვების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას:

ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად;

ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

3. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სრულყოფილი, ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახის წევრების რაოდენობის და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე, აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ;;

დ)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ვიზიტისას:

ა) სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, ოჯახის წევრს/ბავშვს აღენიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი/ბავშვი იმყოფება   მარტო ან არასრუწლოვან პირ(ებ)თან ერთად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს  – სსიპ – 112;

ბ) ოჯახის წევრზე/ბავშვზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხავადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები ან თუ ოჯახის წევრი/ბავშვი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ან სხვა ტიპის ძალადობაზე, მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ – 112 ან/და ზრუნვის სააგენტოს;

გ) 10 წლამდე ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ – სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ზრუნვის სააგენტოს.“;

ე) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის, მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი, აგრეთვე, არასრულწლოვანი წევრის მიერ – ნებისმიერი სახის შეჯიბრებაში/კონკურსში/სპორტულ თამაშში მონაწილეობისათვის ან/და გამარჯვებისათვის მიღებული ფულადი სახის ჯილდო/პრიზი ან ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ  საქველმოქმედო მიზნებისთვის მიღებული ფულადი სახის დახმარება, რაც დასტურდება ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით.“;

ვ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5.   „F3“ პუნქტში – გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახში მცხოვრებ 0-18 წლამდე ბავშვებთან მიმართებით უნდა შემოხაზოს შესაბამისი პასუხი, ამასთან, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას ბავშვ(ებ)ის არყოფნის შემთხვევაში „F3“ პუნქტში მიეთითება შესაბამისი პასუხი.“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ) 61 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-16 მუხლს დაემატოს მე-4  –  მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

4. „F3“ პუნქტში – მითითებული  კითხვების გარდა, სააგენტო უზრუნველყოფს 0-18 წლამდე ბავშვ(ებ)ის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით შემდეგი ინფორმაციის შედარებას:

ა) ბავშვ(ებ)ი არის აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ან სარგებლობს კერძო დაზღვევით;

ბ) ბავშვ(ებ)ი ასაკის შესაბამისად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე ასაკის ბავშვი 9 კლასის ჩათვლით).

5. „F3“ პუნქტში  – დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას. 

6. იმ შემთხვევაში, თუ  შემოხაზულია „F3“ პუნქტში მითითებული კითხვებიდან ერთ-ერთი მაინც,  ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა, რომ ბავშვ(ებ)ი არ არის აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ან არ სარგებლობს კერძო დაზღვევით ან  ბავშვ(ებ)ი ასაკის შესაბამისად არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში (7-14/15 წლამდე ასაკის ბავშვი 9 კლასის ჩათვლით), სააგენტო უზრუნველყოფს შემთხვევის გადამისამართებას ზრუნვის სააგენტოში ცენტრალიზებული წესით.“;

  ი) VII და VIII  თავები ამოღებულ იქნეს ;  

კ) 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 24-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24

ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.“.

 

3. №2 დანართს („ოჯახის დეკლარაცია“) დაემატოს F3 გრაფა შემდეგი რედაქციით:

 

F3. ინფორმაცია ოჯახში მცხოვრები 0- 18 წლამდე ბავშვ(ებ)ის შესახებ

სახლი არ არის უსაფრთხო ბავშვ(ებ)ისთვის (არ არის გადახურული, არ არის შემინული,  კედლებში ბზარებია, იატაკი არამყარია, სახლი მშენებარეა/დაუსრულებელი/არასცხოვრებელი კონსტურქციაა, საფრთხის შემცველია და ა.შ.)

1

ბავშვ(ებ)ს არ  სძინავს ადეკვატურ პირობებში (საწოლზე, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მატრასი/ლეიბი, საბანი და თეთრეული), არ არის დაცული ბავშვ(ებ)ის ჰიგიენა, არ აცვია სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი

2

.“.

                                                                                                     

4. №4 („ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა“), №5 („ოჯახში მცხოვრები (0-დან 18 წლამდე) ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის ფორმა) და №6 („ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში შესატანი მონაცემები და ქულათა ოდენობები“) დანართები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მარაგის ამოწურვამდე უფლებამოსილია გამოიყენოს ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით („ოჯახის დეკლარაცია“) განსაზღვრული ფორმები.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი