დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 655 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025958 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 655
2022 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა 2022 წლისთვის“.“;
ბ) განკარგულებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები