„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016738
1-1/189
26/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
040030000.22.024.016738
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/189

2022 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.     მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჰ54“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ჰ56“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ56) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საშუალებების კონვენციური და არაკონვენციური სერტიფიკატებთან/მოწმობებთან შესაბამისი ყოველწლიური ან/და საქართველოს სახელმწიფო დროშით დასარეგისტრირებელი გემის წინა სარეგისტრაციო შეფასება:

საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული

 შიდა ნაოსნობაში ჩართული

100-10000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 600 ლარი

100-10000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 350 ლარი

10000-50000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 1000 ლარი

10000-50000 საერთო ტევადობამდე (GT) გემისათვის – 650 ლარი

50000 და მეტი საერთო ტევადობის (GT)  გემისათვის – 1500 ლარი

50000 და მეტი საერთო ტევადობის  გემისათვის – 1000 ლარი

“;

გ) „ჰ59“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ59.  საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა-გასვლის გაფორმება:

100-1000 GT – 280 ლარი;

1001-5000 GT – 510 ლარი;

5001-15000 GT – 820 ლარი;

15001< GT – 1050 ლარი.

შენიშვნა: თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე  და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“;

დ) „ჰ86“ და „ჰ87“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ე) „ჰ90“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ) „ჰ91“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ91) სხვა ქვეყნის დროშის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემის მიმართ შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციიდან გამომდინარე დაზღვევის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა – 300  ლარი;“.

2. წესის  მე-3 მუხლის:

ა)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ94“, „ჰ95“ და „ჰ96“ ქვეპუნქტები:

„ჰ94) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე, შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო კონვენციიდან გამომდინარე   დაზღვევის დამადასტურებელი  სერტიფიკატის გაცემა – 300 ლარი;

95) მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის აღიარება:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში – 5000 ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში – 7000 ლარი;

96) მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის კომპლექსური შემოწმების/მონიტორინგის საფასური  2000 ლარი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „43“ და „44“ პუნქტები:

„43) ამ წესებით გათვალისწინებული გემის სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ კომპანიის საკუთრებაში/მფლობელობაში/მართვაში არსებულ მცურავ საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსით;

44) ამ წესებით გათვალისწინებული გემის მომდევნო წლის რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ იმ გემებზე, რომლებიც საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის პერიოდში, ბოლო 24 თვის განმავლობაში, არ არის დაკავებული არცერთი ურთიერთგაგების მეომორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი