შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/2-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
06/2-რ
20/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №06/2-რ

2022 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე–3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405510665) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012055.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“.

3. შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი პრიოჯის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფორის                                                                                            დ. ონოფრიშვილი