დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.023434 |
|
„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივნისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/06/2021, 010040000.10.003.022857) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; ვ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი − კომისიის წევრი; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; ი) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის წევრი; კ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი − კომისიის წევრი; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი; მ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი − კომისიის მდივანი.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაევალოს სამთავრობო კომისიას „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 2022 წლის 30 ივნისამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები