„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს №435 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს №435 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.023429
218
26/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
010250000.10.003.023429
„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს №435 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2022 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს №435 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს №435 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2018, 010250000.10.003.020751) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების“:    

1. მე-4 მუხლის

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი.

3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

ზ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

კ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). კომისიის სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. კომისიის სხდომის მოწვევა ასევე შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.  

2. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით) ან მისი დავალებით − კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.

4. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომისას − კომისიის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. კომისიის სხდომის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში კომისიის წევრების მიერ ელექტრონული ფოსტით წარდგენილი პოზიცია დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი