„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010020000.30.056.016101
52-IIს
21/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
010020000.30.056.016101
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.01.2020, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010020000.30.056.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

2. მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები.“.

 4. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰე­რალ­დი­კური ნიშნების) ერთდროულად გა­მოყე­ნების შემ­თხვევაში აჭარის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერ­ბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარ­ცხე­ნა მხარეს (ჰერალდიკური მარ­ჯვენა მხა­რე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რო­მელიც ამ გერბის (ჰერალდიკუ­რი ნიშნის) პირდაპირ დგას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერ­ბე­ბის (ჰე­რალ­დიკური ნიშნების) ერთდროულად გა­მოყე­ნების შემ­თხვევაში დაუ­შ­ვე­ბე­ლია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლი­კის გერ­ბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტო­ნო­მიუ­რი რეს­­პუბ­ლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.“.

 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვას უზრუნ­ველ­ყო­ფენ  საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და  მუნიციპალიტეტის ორგანოები.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

21 აპრილი 2022 წ.

N52-IIს