დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340010.22.026.016977 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010340010.22.026.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის უფროსის, მენეჯერ-აუდიტორების და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა თანამდებობებისგან.“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები