„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016518
11
21/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
010250050.35.117.016518
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 21 აპრილი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016501)  დამტკიცებულ დანართში შემდეგი ცვლილება:

 ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, დროებით რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა  და გაცემის წესს.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა:

ა) ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირს, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული  მკურნალობის კურსი,

ბ) გულის უკმარისობის III და IV კლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს ანტითრომბოზული და სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას.“;

გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში 600 (ექვსას) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან:

ა) მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, “დ“ და “ე“ ქვეპუნქტების შემთხვევაში - წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

ბ)  მე-4 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის  შემთხვევაში - წლიური ლიმიტით არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

გ)  მე-4 პუნქტის „ვ“  ქვეპუნქტის  შემთხვევაში - წლიური ლიმიტით არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.“;

ე) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია;“;

ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ფენილკეტონური დაავადების მქონე პირის გენის კვლევა მუტაციებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე