გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე

გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/19081-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/19081-21
18/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის თაობაზე

 

საქმე №2/19081-21/ 330210021004907879

 

2022 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   ლიანა კაჟაშვილი

 

განმცხადებელი/მოვალე – შპს „რუსთავტრანსი“ (ს/კ 216311845)

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის საკითხი

 

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 03 აგვისტოს, შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845)  წარმომადგენელმა, იოსებ შველიძემ, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2021 წლის 10 აგვისტოს მიღებული განჩინებით, წარმოდგენილ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე რუსთავის მერიის, როგორც კომპანიის 100% წილის მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე – www.ecourt.ge), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა 2021 წლის 10 აგვისტოს.

2021 წლის 16 აგვისტოს, განმცხადებელმა შეავსო ხარვეზი და საქმეს დაურთო ზემოხსენებული განჩინებით მოთხოვნილი, შესაბამისი თანხმობის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მოვალე შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. ამავე განჩინებით შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი ხუნდაძე (პ/ნ 01001074765, ტელ. 558000036), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

2022 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მართველმა წარმოადგინა კრედიტორთა რეესტრი, რომლის მიხედვითაც შპს „რუსთავტრანსს“ ჰყავს ერთი კრედიტორი პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა შპს „რუსთავტრანსის“ ქონების რეალიზაციისათვის საჯარო აუქციონის დანიშვნის მიზნით სააუქციონო დოკუმენტაცია.

2022 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა თამთა მაჭარაშვილმა. აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ „რებილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისიტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის № 696 ბრძანების საფუძველზე გაუქმებულია შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის რეგისტრაცია და იგი აღარ ირიცხება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში.

2022 წლის 18 აპრილს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა განცხადება/პოზიცია.

სასამართლოს მიიჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს განჩინება შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის გიორგი ხუნდაძის უფლებამოსილების შეწყვეტისა და  გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ამ კანონის შესაბამისად, მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულოა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, შპს „რუსთავტრანსის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმის, იმავე დღეს მოხდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სიიდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის გიორგი ხუნდაძის შერჩევა, რომელიც დაინიშნა შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველად.

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველად, ზედამხედველად, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის, ავტორიზაციის შეწყვეტის საკითხები რეგულირდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის და აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის 696 ბრძანებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 120-ე მუხლი არეგულირებს იმ პირთა, როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა, სამართლებრივ მდგომარეობას, ვინც კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები. თუმცა აღნიშნული მუხლი გადახდისუუნარობის ასეთი პრაქტიკოსთა უფლებამოსილების ვადასთან დაკავშრებით ერთგვარ სამართლებრივ დათქმას აწესებს, ისინი მიიჩნევიან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში და აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.

როგორც „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანება ითვალისწინებს გადახდისუუნარობის დასახელებულ პრაქტიკოსთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი პირები განახორციელებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილებებს, თუ დააკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდა 121-ე მუხლისა, რომელიც ეხება მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე კანონის მოქმედების გავრცელებას, ამოქმედდა 2020 წლის 18 სექტემბერს.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველი გიორგი ხუნდაძე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ირიცხებოდა აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე, მან ვერ გაიარა „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის № 696 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია,  მისი რეგიტრაცია გაუქმებულია და აღარ ირიცხება პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში.

ვინაიდან, გაკოტრების მმართველის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზნის მიღწევა, შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველის, როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეგისტრაცია გაუქმებულია, შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მოქმედ მმართველს გიორგი ხუნდაძეს უნდა შეუწყდეს გაკოტრების მმართველის უფლებამოსილება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 99-ე მუხლის საფუძველზე და „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის IV თავით დადგენილი წესების დაცვით გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისიტემიდან ავტომატური წესით მოხდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნატალი ჭუჭულაშვილის შერჩევა, რომელიც უნდა დაინიშნოს შპს „რუსთავტრანსის“ გაკოტრების მმართველად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, მე-11-ე, 120-ე მუხლებით; „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადხდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის № 696 ბრძანების მე-15, მე-16 მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) გაკოტრების მმართველს გიორგი ხუნდაძეს (პ/ნ 01001074765, ტელ. 558000036) შეუწყდეს უფლებამოსილება, მისი როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეგისტრაციის გაუქმების გამო.

2. შპს „რუსთავტრანსის“ (ს/კ 216311845) მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნატალი ჭუჭულაშვილი (პ/ნ 40001033404, ტელ.: 555559558, ელექტრონული ფოსტა natalitchutchulashvili@gmail.com, ავტორიზაციის სახე – დროებითი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: P2109111, სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 35/1), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                                          ლიანა კაჟაშვილი