დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360140000.22.023.016722 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის №2-827 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 360140000.22.023.016549, 12.10.2018წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის: |
|
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,1. წინამდებარე ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები (შემდგომში – წესები ) არეგულირებს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო ) მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს .“. 2. მე -2 მუხლის : ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქმიანობები .“; ბ ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ეკოლოგიური აუდიტის პროცედურის ჩატარების შემდგომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მზადდება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში , რომელიც წარედგინება სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით .“. 3. მე -4 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. თუ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო , კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან /და პერსონალურ მონაცემს , საქმიანობის განმახორციელებელმა შესაბამის განცხადებაში უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ . სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ინფორმაციის დასაიდუმლოება .“. 4. მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას იწყებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისთანავე . განცხადებას თან უნდა ერთოდეს : ა ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი , ფიზიკური პირისთვის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; ბ ) ამ წესების მე -3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში ; გ ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების /შერბილების ღონისძიებათა გეგმა -გრაფიკი ; დ ) ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა . 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შემცირების /შერბილების ღონისძიებათა გეგმა -გრაფიკი უნდა მოიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შედგენილ კონკრეტულ , დროში გაწერილ ღონისძიებებს , რომლებიც მიმართული იქნება გარემოზე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისაკენ .“. 5. მე -6 მუხლის : ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე იგი განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად , საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად .“; ბ ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს , ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე -40 კალენდარულ დღეს ატარებს საჯარო განხილვას .“; გ ) მე -6-მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება სააგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები ). 7. სააგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები ) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს .“; დ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „9. სხდომის ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები ).“; ე ) მე -10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „10. საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს , გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე , მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა . თუ სააგენტო ეთანხმება შენიშვნას , ადასტურებს მის სისწორეს , ხოლო თუ არ ეთანხმება , გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ . აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით .“; ვ ) მე -12-მე -13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „12. სააგენტო , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში , უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას . 13. წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს .“. 6. მე -7 მუხლის : ა ) პირველი – მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , ატარებს ექსპერტიზას . 2. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 კალენდარული დღის ვადაში , სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით იქმნება საექსპერტო კომისია . 3. კომისია შედგება ექსპერტებისგან . ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი . სააგენტოს უფლება აქვს , საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ) ან მოქალაქეობის არმქონე პირი .“; ბ ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „5. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა , რომლებიც : ა ) წარმოადგენენ საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან /და საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს ; ბ ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს /სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან .“. 7. მე -9 მუხლის : ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ექსპერტი ვალდებულია : ა ) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის ; ბ ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა , სისრულე , აგრეთვე მისთვის გადაცემული დოკუმენტაციის , საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში , მათი კონფიდენციალურობის დაცვა ; გ ) წესების მე -7 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტოს აცნობოს მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ ; დ ) დაიცვას ექსპერტიზის პროცედურის მარეგულირებელი ნორმები .“; ბ ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები . საექსპერტო კომისია საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენენ ექსპერტიზის დასკვნას .“. 8. მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სააგენტო უფლებამოსილია : ა ) ექსპერტიზის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს საქმიანობის განმახორციელებლისაგან ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია ; ბ ) მოითხოვოს ექსპერტებისაგან მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში .“ 9. მე -11 მუხლის : ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,2. მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობს სააგენტოს მიერ : ა ) გადაწყვეტილებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ; ბ ) საექსპერტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას ; გ ) საზოგადოებრივ ექსპერტებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას .“; ბ ) მე -4-მე -5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. დასკვნითი ეტაპი მოიცავს : ა ) საჭიროების შემთხვევაში , საექსპერტო კომისიის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების (ვალდებულებების ) შესრულების ვადების განსაზღვრას ; ბ ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების /შერბილების ღონისძიებათა გეგმა -გრაფიკის ვადების განსაზღვრას ; გ ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და სააგენტოსათვის წარდგენას . 5. სააგენტო განიხილავს ამ წესების მე -5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას და საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე -60 კალენდარული დღისა იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას , რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით .“. 10. მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. სააგენტო 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე .“. 11. მე -13 მუხლის : ა ) პირველი -მე -5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გეგმა -გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემდეგ , რაც დასტურდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად , საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს . 2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სააგენტოს შესაბამის განცხადებასთან ერთად წარუდგინოს : ა ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში როგორც მატერიალური , ისე ელექტრონული ფორმით ; ბ ) საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალური გეგმა , GIS (გეოინფორმაციული სისტემები ) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად ); გ ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები როგორც მატერიალური (2 ეგზემპლარად ), ისე ელექტრონული ფორმით ; დ ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა -გრაფიკი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში ); ე ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ -ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი . 3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე იგი განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე , საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების უზრუნველსაყოფად . 4. სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საზოგადოების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებას . 5. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 25-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას , რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით .“; ბ ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „8. სააგენტო 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე .“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები