„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.023428
217
21/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
010240060.10.003.023428
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2022 წლის 21 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

21. საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის − მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

22. საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

3. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

31. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 70 ლარი.

4. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასურის განაკვეთი − 45 ლარი.“;

ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის − მომსახურების საფასური − 50 ლარი;“;

გ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

6. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის − მომსახურების საფასური − 60 ლარი.“;

დ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაბადების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისთვის მომსახურების საფასური – 390 ლარი.“;

ე) მე-9 − მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი.

10. სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 75 ლარი.

101. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი;

ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 25 ლარი.

11. ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგენიდან გამომდინარე, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი აღდგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 390 ლარი.“;

ვ) მე-12 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით, განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური − 20 ლარი;

ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში შეტანისათვის – მომსახურების საფასური − 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური – 65 ლარი.

13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 5 ლარი;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 5 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 10 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 5 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 25 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 5 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 45 ლარი.

13​1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი.“;

ზ) 131 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 პუნქტი:

„132. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციისთვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური − 50 ლარი.“;

თ) მე-15 − 202 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 195 ლარი;

დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 325 ლარი.

16. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 130 ლარი;

გ) მე-10 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 260 ლარი.

17. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 130 ლარი;

გ) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური − 195 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 260 ლარი.  

18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30‑ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

19. საქართველოს სახელმწიფოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის − საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის − დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

გ) მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის − დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის − დაჩქარებული მომსახურების საფასური − 100 ლარი.

19​1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს სახელმწიფოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) მე-10 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 100 ლარი.

20. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 500 ლარი.

20​1. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 325 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 325 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 130 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 325 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 325 ლარი.

20​2. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 500 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 500 ლარი.“;

ი) 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 22-ე-23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 80 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 80 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 130 ლარი.

23. შრომითი, სასწავლო, საინვესტიციო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 300 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 300 ლარი.“;

ლ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. მუდმივი ცხოვრებისა და უვადო ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 350 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 350 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი.“;

მ) 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა) მომსახურების საფასური 65 ლარია;“;

ნ) 28-ე − 35-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დოკუმენტის აპოსტილით განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი;

დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი.

29. დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური −  25 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 70 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 105 ლარი.

30. ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი.

31. სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის (ინფორმაციის) გამოთხოვისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი.

32. საინფორმაციო ბარათის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 5 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 10 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 15 ლარი.

33. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 5 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 10 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 15 ლარი.

34. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი;

ბ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 25 ლარი;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 55 ლარი.

35. სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში ფოტოსურათის გადაღებისათვის – მომსახურების საფასური − 5 ლარი.“;

ო) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით ადგილზე მომსახურება – მომსახურების საფასური − 130 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ მოიცავს შესაბამისი მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურს.“;

პ) 381 384 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„381. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური − 260 ლარი.

38​2. 30 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური − 715 ლარი.

38​3. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური − 325 ლარი.

38​4. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე ორი ერთეული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური − 20150 ლარი.“;

ჟ) მე-40 − 44-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

41. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 15 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

ე) იმავე დღეს – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

42. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისამდე გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 45 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 85 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 95 ლარი.

43. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისის შემდეგ გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 25 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური  − 55 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

44. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 40 ლარი;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 75 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 95 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 120 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი.“;

რ) 45-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ს) 46-ე −­ 50-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეულ გარანტირებული წარმადობისა და 0,0000806-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში, მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

47. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეულ გარანტირებული წარმადობისა და 0,0000806-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

48. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეული გარანტირებული წარმადობისა და 0,0001612-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია, შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

49. 30 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემა, ელექტრონული ხელმოწერის დეშიფრაციის ინსტრუმენტის სააგენტოსთვის მიწოდების პირობით (გარდა სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის შიფრაციის სერტიფიკატით დაშიფრული ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მიზნით გაცემისა) – მომსახურების საფასური − 1950 ლარი.

50. 30 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის (მიუხედავად დახურული გასაღებებისა და სერტიფიკატების რაოდენობისა) შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების 1 კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდება შეადგენს 13000 ლარს.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის, საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 300 ლარი;

ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების, ისტორიული გვარის აღდგენის, გვარის დადგენის), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/დადგენიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების/აღდგენის/დადგენის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან/აღდგენიდან/დადგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის − მომსახურების საფასური − 455 ლარი;

ბ​1) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) შეტანის, მათ შორის, მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით, განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ე) მატერიალური დოკუმენტის წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 55 ლარი;

ე​1) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის −  55 ლარი;

ვ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური − 25 ლარი;

ზ) სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 20 ლარი;

თ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 20 ლარი;

ი) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 120 ლარი;

კ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – მომსახურების საფასური − 55 ლარი.“.

3. 31 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის, თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით – 50 ლარი.“.

4. მე-4 მუხლის:

) პირველი − 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 აშშ დოლარი;

გ) მე-40 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 აშშ დოლარი;

დ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 105 აშშ დოლარი.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი;

გ) მე-10 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 85 აშშ დოლარი.

3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 აშშ დოლარი.

31. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 110 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 110 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 45 აშშ დოლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 110 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 110 აშშ დოლარი.

3​2. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 აშშ დოლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი.“;

ბ) მე-6 ­− 94 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 30 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 აშშ დოლარი.

7. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 აშშ დოლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 155 აშშ დოლარი.

8. განაცხადის მიღებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური − 10 აშშ დოლარი.

9. აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური − 10 აშშ დოლარი.

91. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი;

ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 აშშ დოლარი.

9​2. საქართველოს სახელმწიფოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი.

9​3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს სახელმწიფოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ დასკვნის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი.

9​4. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განაცხადის სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 10 დოლარი.“.

5. მე-5 მუხლის „ბ1“ − „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ​1) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის − მომსახურების საფასური −  50 აშშ დოლარი;

ბ​2) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის 1 წლის ვადით გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 30 აშშ დოლარი;

ბ​3) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის 1 წლის ვადით გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 50 აშშ დოლარი;

გ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 აშშ დოლარი;

გ​1) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 75 აშშ დოლარი;

დ) განქორწინების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი;

ე) მიღებული განცხადების საფუძველზე, სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების რეგისტრაციის და აქედან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/დადგენიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 25 აშშ დოლარი;

ე​1) მიღებული განცხადების საფუძველზე ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგენიდან გამომდინარე, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) და გვარის შეცვლის მოწმობის, ასევე ასეთი აღდგენიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განაცხადის შეტანიდან მე-60 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 აშშ დოლარი;“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ წარდგენილ განცხადებებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი