„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023426
215
21/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
470000000.10.003.023426
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2022 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ბინაზე მყოფი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების შემთხვევაში, ამბულატორიულ დიაგნოსტიკას ემატება ექიმის კონსულტაცია); −  მიმართვები გაიცემა 2022 წლის 5 აპრილამდე, ხოლო 2022 წლის 5 აპრილიდან, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ბინაზე მყოფი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (მათ შორის, ექიმის კონსულტაციას);“;

გ)  „გ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ი) „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა) უზრუნველსაყოფად, ბენეფიციარების საცხოვრებელი ადგილიდან სამკურნალო დაწესებულებებში და სამკურნალო დაწესებულებებიდან საცხოვრებელ ადგილას ტრანსპორტირება, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ განაწილებისა და COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში გამოყენების წესის“ შესაბამისად, მედიკამენტის ბენეფიციარამდე ტრანსპორტირება (მთელი ქვეყნის მასშტაბით);“.

2.  მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4.  მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 7 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი