ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016463
73
20/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
010250050.35.139.016463
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2022 წლის 20 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.139.016301, 22/08/2018) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბორჯომის საპატიო მოქალაქის მედალი, შესაბამისი სერთიფიკატი, ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ან სამახსოვრო საჩუქარი 1000 (ერთი ათასი) ლარის ღირებულების ფარგლებში, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია შესაბამისი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი