„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023421
210
20/04/2022
ვებგვერდი, 20/04/2022
470000000.10.003.023421
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2022 წლის 20 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. დანართ №16-ის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“,   პროგრამული კოდი: 27 03 03 06):

ა) დანართ №16.1-ის („იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა“):

ა.ა) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

32

განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

 E71.1

“;

ბ) დანართ №16.2-ის („იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების სტაციონარული მომსახურება“) 36-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). ამასთან, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის ნაწილში დამატებით ბენეფიციარებად განსაზღვრულნი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი დაუდასტურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის დროს, ასევე „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას (2022 წლის 1 მარტამდე):“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის:

ბ.ბ.ა)  „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას;“;

ბ.ბ.ბ) „გ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ი“ ქვეპუნქტი:

„გ.ი)  „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა) უზრუნველსაყოფად,   ბენეფიციარების საცხოვრებელი ადგილიდან სამკურნალო დაწესებულებებში და სამკურნალო დაწესებულებებიდან საცხოვრებელ ადგილას ტრანსპორტირება;“;

გ) მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) „გ.ე“ და „გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა), „კ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​​​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

ე) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის: 

ე.ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია მობილიზაციის სქემიდან გამორთული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დადასტურებული შემთხვევები;“;

 ე.ბ) „დ.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.თ“ ქვეპუნქტი:

„დ.თ) „გ.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად.“;

ვ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების, „გ“ ქვეპუნქტის „გ.ი“ ქვეპუნქტის, ასევე „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, „გ“ (გარდა „გ.ი“ ქვეპუნქტისა), „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და დაფინანსების ღონისძიებები ხორციელდება სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 434,765.5 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი