დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 აგვისტოს N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016455 |
|
„დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 აგვისტოს №26 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 08/08/2017, 010250050.35.152.016306), კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს თავმჯომარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით- საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“. ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, სურვილის შემთხვევაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები და წევრები. ასევე, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები