„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.023418
207
19/04/2022
ვებგვერდი, 20/04/2022
130030000.10.003.023418
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №207

2022 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართ №3-ის („იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ“) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს გენერალური პროკურორი;“.

2. დანართ №4-ის (იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში − აგრეთვე პროკურორი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი