დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალთა შრომის პირობებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/09/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 30/09/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.493 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2002 - 12/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.493
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №261/ნ
2002 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალთა შრომის პირობებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და არახელსაყრელი სამუშაო პირობებით გამოწვეული ქალთა პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული სანიტარიული წესები და ნორმები „ჰიგიენური მოთხოვნები ქალთა შრომის პირობებისადმი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
2.2.4. საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები
2.2.5. საწარმოო გარემოს ქიმიური ფაქტორები
ჰიგიენური მოთხოვნები ქალთა შრომის პირობებისადმი
სანიტარული წესები და ნორმები
სანწდან 2.2.4/2.2.5. 004/003-02
თავი I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომში – სანიტარიული წესები) განსაზღვრავს აუცილებელ ჰიგიენურ მოთხოვნებს საწარმოო პროცესების, მოწყობილობების, ძირითადი სამუშაო ადგილების, შრომის პროცესის, საწარმოო გარემოს და სანიტარულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი მომუშავე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
2. წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს წარმოებაში ქალთა შრომის პირობების ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედების აღმოფხვრა, მათი ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ჰიგიენურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების კომპლექსური ჰიგიენური შეფასების საფუძველზე მომუშავე ქალთა ჯანმრთელობის შენარჩუნება.
მუხლი 2
1. მითითებები წინამდებარე სანიტარიული წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის შესახებ უნდა იქნეს ჩართული იმ სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში, რომლებიც ეხება ქალთა შრომის უსაფრთხოების რეგლამენტირებას.
2. წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ.
მუხლი 3
1. იმ საწარმოებში, სადაც გამოყენებულია ქალთა შრომა, ტექნოლოგიური აღჭურვილობა უნდა პასუხობდეს მათ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.
2. საწარმოებში საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილების განსაზღვრისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს, რომ მძიმე სამუშაოზე და სამუშაოებზე, რომლებიც ხასიათდება მავნე და საშიში შრომის პირობებით, იკრძალება ქალთა შრომის გამოყენება.
მუხლი 4
1. ქალთა შრომის პირობების შეფასება უნდა ხორციელდებოდეს ფიზიკური დაძაბულობის ფიზიოლოგიური ნორმატივების გათვალისწინებით მათ მიერ შრომითი ოპერაციების შესრულებისას (დანართი 1) და უნდა ტარდებოდეს ორი სახის: ჰიგიენური და პროფესიოგრაფიული ნორმატიული მაჩვენებლების მიხედვით.
მუხლი 5
1. მუშაობის დაწყების წინ ქალებმა უნდა გაიარონ წინასწარი სამედიცინო შემოწმება მომავალი პროფესიის გათვალისწინებით და ჰქონდეთ ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა.
ა) ყველა მომუშავე ქალი ორსულობის დადგენის დღიდან უნდა იყოს აყვანილი საგულდაგულო დისპანსერულ მეთვალყურეობაზე ადრეულ ვადებში აუცილებელი შრომითი მოწყობის უზრუნველყოფით იმ სამუშაოზე, რომელიც არ არის დაკავშირებული მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედებასთან ორსულობის მთელი პერიოდის და ლაქტაციის დროს.
თავი II. მოთხოვნები ქალთა შრომის პირობებისადმი
მუხლი 6. მოთხოვნები საწარმოო გარემოს, შრომითი პროცესისა და სამუშაო ადგილთა მიმართ
1. კონკრეტულ პროფესიათა სამუშაო ადგილზე საწარმოო გარემოს პირობების შეფასება ხორციელდება დასაშვები დონეების შესაბამისად (ცხრილი №1);
ცხრილი №1
| საწარმოო გარემოს ფაქტორთა ჩამონათვალი | ||
| № | საწარმოო გარემოს ფაქტორები | დასაშვები დონეები |
| 1 | 2 | 3 |
| 1. | მავნე ქი მიური ნივთიერებები, აღნიშნულის გარდა1 | ზდკ2 |
| 2. | აეროზოლები უპირატესად ფიბროგენური და შერეული ტიპის მოქმედებით (დანართი 3) | ზდკ |
| 3. | ხმაური (ბგერის ეკვივალეტური დონე-დბა) | ზდდ3 |
| 4. | ვიბრაცია - ლოკ ალური - ზოგადი (სამუშაო ადგილის) |
ზდდ4 ზდდ5 |
| 5. | ინფრაბგერა (ბგერის წნევის საერთო დონე, დბ) | ზდდ6 |
| 6. | ულტრაბგერა: -საჰაერო (ბგერითი წნევის დონე სიხშირის 1/3 ოქტავურ ზოლებში, დბ) - კონტაქტური (ვიბროსიჩქარე, მ/წ; ვიბროსიჩქარის ლოგარითმული დონე, დბ, ინტესნივობა, ვტ/სმ 2 |
ზდდ7 ზდდ8 |
| 7. | ელექტომაგნიტური გამოსხივება - მუდმივი მაგნიტური ველი - ელექტ როსტატიკური ველი - სამრეწველო სიხშირის (50 ჰც) ელექტ რული ველი - სამრეწველო სიხშირის (50 ჰც) მაგნიტური ველი - რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომა გნიტური გამოსხივებები: 0.01-3 მჰც 3-30 მჰც 30-300 მჰც 300 მჰც-300 მჰც | ზდდ9 ზდდ10 ზდდ11 (მთელი სამუშაო დროისათვის) ზდდ12 (მთელი სამუშაო დროისათვის) ზდდ13 ზდდ13 ზდდ13 ზდდ13 |
| 8. | ლაზერული გამოსხივება | ზდდ14 (ქრონიკული ზემოქმედებისათვის) |
| 9. | მაიონებელი გამოსხივება | ძდს (ძირითადი დოზური საზღვრები)15 |
| 10. | სინათლის პარამეტრები: - ბუნებრივი განათება (ბგკ,%) - სამუშაო ზედაპირის განათებულობა (E, ლქ) - სინათლის წყაროს დამაბრმავებელი ბზინვარება (დამაბრმავებლობის მაჩვენე ბელი P, შეფ.ერთ) - არეკლილი დამაბრმავებელი ბზინვარება - განათებულობის პულსაცია (პულსაციის კოეფიციენტი K,%) - ულტრაიისფერი რადიაცია (დასხივება Eუი, ვტ/მ 2 |
ნორმების შესაბამისი დონეები16 ნორმა16 ნორმა16
ნორმის უქონლობა ნორმა16 ნორმა17 |
| შენიშვნები 1. სამუშაო ადგილზე 1 და 2 კლასის მავნე და საშიში ქიმიური ნივათიერებების, პათოგენური მიკროორგანიზმების, ასევე იმ ნივთიერებების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ ალერგიული, გონადოტროპული, ემბრიოტროპული, კანცეროგენული, მუტაგენური, ტერატოგენური მოქმედება, წარმოადგენს უკუჩვენებას შვილოსნობის ასაკის ქალთა შრომისათვის (დანართი 2). 2. სამუშაო-ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულვად დასაშვები კონცენტრაციები ჩამონათვალთა ნაკრები №4617-88; ზდკ-ის ჩამონათვალთა დამატებები №1-10. 3. სამუშაო ადგილებზე ხმაურის დასაშვები დონეების მოქმედი სანიტარიული ნორმების შესაბამისად. 4. ხელის ინსტრუმენტებისა და მუშაობის ორგანიზაციისადმი მოქმედი ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად. 5. დანართი 4-ის მოთხოვნების შესაბამისად. 6. სამუშაო ადგილებზე ინფრაბგერების ჰიგიენური ნორმების შესაბამისად. 7. სახ. სტანდარტი 12.1.001 შუსს „ულტრაბგერა. უსაფრთხოების საერთო მოთხოვნების” შესაბამისად. 8. მაგნიტურ მასალებთან და მოწყობილობებთან მუშაობისას მუდმივი მაგნიტური ველის ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეების შესაბამისად. 9. სახ. სტანდარტი 12.1.045 შუსს „ელექტროსტატისტიკური ველები. სამუშაო ადგილებზე დასაშვები დონეები და მოთხოვნები კონტროლის ჩასატარებლად“ შესაბამისად 10. სამრეწველო (50 ჰც) სიხშირის ელექრული ველების ზემოქმედების პირობებში სამუშაოთა ჩატარების სანიტარიული ნორმებისა და წესების შესაბამისად. 11. 50 ჰც სიხშირის მაგნიტური ველების ზღვრულად დასაშვებ დონეთა შესაბამისად. 12. რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების შესაბამისად; 10-60 კჰც სიხშირის დიაპაზონის ელექტომაგნიტური ველების ზემოქმედების ზდდ-ის შესაბამისად. 13. ლაზერის დანადგარების მოწყობისა და მათი ექსპლუატაციის სანიტარიული ნორმების და წესების შესაბამისად. 14. „რადიაციული უსაფრთხოების ნორმების” რუნ-2000-ის შესაბამისად. 15. სწდან „ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი” და წინამდებარე სწდან-ის პ. 3.12-ის მოთხოვნების შესაბამისად. 16. სწდან 23-05-95 სამშენებლო ნორმები და წესები „ხელოვნური და ბუნებრივი განათების” მოთხოვნების შესაბამისად. 17. „საწარმოო შენობის ულტრაიისფერი გამოსხივების სანიტარიული ნორმების შესაბამისად. |
2. საწარმოო მიკროკლიმატი
ა) ქალთა სამუშაო ადგილებზე დგინდება მიკროკლიმატის ოპტიმალური ან დასაშვები პარამეტრები;
ბ) ოპტიმალური მიკროკლიმატური პირობები უზრუნველყოფენ საერთო და ლოკალურ სითბურ შეგრძნებათა კომფორტს 8-საათიანი სამუშაო ცვლის განმავლობაში თერმორეგულატორულ მექანიზმთა მინიმალური დაძაბვით, არ იწვევენ გადახრებს ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ქმნიან წინაპირობებს სამუშაო ცვლის განმავლობაში მაღალი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის;
გ) მიკროკლიმატის ოპტიმალურ მაჩვენებელთა სიდიდეები საჭიროა დაცულ იქნეს იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც სრულდება ნერვულ-ემოციურ დაძაბვასთან დაკავშირებული ოპერატიული ტიპის სამუშაოები (კაბინებში, ტექნოლოგიური პროცესების სამართავ პულტებთან და პოსტებთან; გამოთვლითი ტექნიკის დარბაზში და სხვა) ან სხვა 1ა და 1ბ კატეგორიის სამუშაოები, რომლებიც სრულდება ფიქსირებულ სამუშაო ადგილებზე (რადიოელექტრული, სამკერვალო, საათების წარმოებებში და ა.შ.);
დ) სამუშაო ადგილებზე მიკროკლიმატის ოპტიმალური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს “ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი” სხვადასხვა კატეგორიების სამუშაოთა შესრულებისას წლის ცივ და თბილ პერიოდში;
ე) მიკროკლიმატის დასაშვები პარამეტრები იწვევენ თერმორეგულატორული მექანიზმების ზომიერ დაძაბვას, რომელიც იწვევს საერთო და ლოკალური სითბური დისკომფორტის შეგრძნებას, თვითშეგრძნების რამდენადმე გაუარესებას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას სამუშაო ცვლის განმავლობაში, მაგრამ არ იწვევს ჯანმრთელობის დარღვევას, მათ შორის არც შორეულ პერიოდში;
ვ) მიკროკლიმატური პარამეტრების დასაშვებ სიდიდეთა დიაპაზონი ოპტიმალური სიდიდის ქვედა ზღვრის ქვემოთ წლის თბილ და ცივ პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ წესებსა და ნორმებს „ჰიგიენური მოთხოვნების საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი”; ჰაერის დასაშვები ტემპერატურის ზედა ზღვარი წლის თბილ პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის სამუშაოთა შესრულებისას უნდა შეესაბამებოდეს №2 ცხრილში მოყვანილ სიდიდეებს გარკვეული ხანგრძლივობის საათობრივი სამუშაო ცვლისას. მასთან ერთად მიკროკლიმატის დანარჩენი პარამეტრების დასაშვები სიდიდეები უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოყვანილ სიდიდეებს;
ზ) ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის მაქსიმალური სიდიდეები აღნიშნული სანიტარიული წესებისა და ნორმის თანახმად არ უნდა სცილდებოდეს შემდეგ საზღვრებს:
ზ.ა) 70% –250 C ჰაერის ტემპერატურის დროს;
ზ.ბ) 65% – 260 C ჰაერის ტემპერატურის დროს;
ზ.გ) 60% – 270 C ჰაერის ტემპერატურის დროს;
თ) 25-27% C ჰაერის ტემპერატურის დროს ჰაერის მოძრაობის სიჩქარე იმავე სწდან-ის თანახმად უნდა შეესაბამებოდეს დიაპაზონს;
თ.ა) 0,1-0,2 მ/წმ – Iა კატეგორიის სამუშაოს დროს;
თ.ბ) 0,1-0,3 მ/წმ – Iბ კატეგორიის სამუშაოს დროს;
თ.გ) 0,2-0,4 მ/წმ – IIა კატეგორიის სამუშაოს დროს;
თ.დ) 0,2-0,5 მ/წმ – IIბ და III კატეგორიის სამუშაოს დროს.
ი) მომუშავეთა ორგანიზმის სითბური დასხივების დროს, რომელიც დასაშვები დონის ზედა ზღვარს შეესაბამება, სამუშაო ადგილზე ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს იმ მნიშვნელობებს, რომლებიც მოცემულია ცხრილ 3-ში;
კ) * მიკროკლიმატი უნდა ჩაითვალოს მავნე და საშიშად, თუ სამუშაო ადგილზე არ არის უზრუნველყოფილი მისი მაჩვენებლების დასაშვები სიდიდეები.
ცხრილი 2
| ჰაერის ტემპერატურის დასაშვები სიდიდეები სამუშაო ადგილებზე უწყვეტად ყოფნის ხანგ რძლივობის გათვალისწინებით | ||||||||
| სამუშაოთა კატეგორიები (ენერგოდანა- ხარჯები, ვტ/მ 2 | სამუშაო ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა, სთ | |||||||
|
|
დასაშვები ტემპერატურა ,0 C (ზედა ზღვარი წლის თბილ პერიოდში)
| |||||||
|
| 8 | 7 | 6 | 5 | 4 | 3 | 2 | 1 |
| Iა -Iბ (97-მდე) | 27,0 | 27,5 | 28,0 | 28,5 | 29,0 | 29,5 | 30,0 | 30,5 |
| IIა-IIბ (160-მდე) | 26,0 | 26.5 | 27,0 | 27,5 | 28,0 | 28,5 | 29,0 | 29,5 |
| III (193-მდე) | 25,0 | 25,5 | 26,0 | 26,5 | 27,0 | 27,5 | 28,0 | 28,5 |
ლ) ქალის ორგანიზმზე ასეთი მიკროკლიმატის არასასურველი გავლენის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს დამცავი ღონისძიებები, კერძოდ, არახელსაყრელ გარემოში ყოფნის დროის რეგლამენტაცია;
მ) წარმოებებში, სადაც უპირატესად ქალთა შრომა გამოიყენება, წლის თბილ პერიოდში ჰაერის ტემპერატურის ზედა ზღვრის სიდიდე სამუშაო ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ცხრილი 2-ის მიხედვით. ჰაერის ტემპერატურის მინიმალური სიდიდეები და მიკროკლიმატის სხვა პარამეტრები (შეფარდებითი ტენიანობა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე) უნდა შეესაბამებოდეს მათ დასაშვებ სიდიდეებს სანიტარიული წესებისა და ნორმების „ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი” შესაბამისად.
ცხრილი 3
| სამუშაო ადგილზე ჰაერის დასაშვები ტემპერატურა (ზედა ზღვარი) მომუშავეთა სითბური დასხივების დროს | |||
| სამუშაოთა კატეგორიები (ენერგოდანა- ხარჯები, ვტ/მ 2 | წლის პერიოდი | ||
|
| თბილი | ცივი | |
|
| დასაშვები ტემპერატურა, 0 C (ზედა ზღვარი) | ||
|
|
| ||
| Iა (77-მდე) | 25,0 | 23,0 | |
| Iბ (97-მდე) | 25,0 | 22,0 | |
| IIა(129-მდე) | 24,0 | 21,0 |
| IIბ (160-მდე) | 24,0 | 20,0 |
| III(193-მდე) | 23,0 | 19,0 |
ნ) სამუშაო ადგილზე დასვენების ადგილებში ჰაერის ცვლის სამუშაო ტემპერატურა არ უნდა სცილდებოდეს დასაშვები სიდიდის ზედა ზღვარს და ოპტიმალური სიდიდის ქვედა ზღვარს 8-საათიანი სამუშაო ცვლის შესაბამისი კატეგორიის სამუშაოებისათვის და განისაზღვრება ფორმულით:
სადაც,
t1 T1 + t2 T2 +... tn Tn
tცს = ------------------------------------
T 1 + T2 +... Tn
ნ.ა) tცს- ცვლის საშუალო ტემპერატურა 0 C ;
t1 t2 ... tn – ერთჯერადი გაზომვების საშუალო არითმეტიკული სიდიდე ტექნოლოგიური პროცესების (ოპერაციების) ცალკეული სიდიდეების დროს,
T1 + T2 +... Tn – ცალკეულ სტადიათა ხანგრძლივობა წუთებში.
ო) სითბური გამოსხივების არარსებობისას ჰაერის ტემპერატურის დასაშვები ზედა ზღვრის მაქსიმალური სიდიდე სამუშაო ადგილზე სხვადასხვა ხანგრძლივობით ყოფნისას (ცხრილი 2) საჭიროა შემცირდეს 20 C -ით;
პ) მიკროკლიმატის პარამეტრებს კომბინირებული მოქმედების შეფასებისას მომუშავე ქალთა ორგანიზმის გადახურებისგან დაცვის მიზნით ღონისძიებათა განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარემოს თერმული დატვირთვის ინტეგრალური მაჩვენებელი (გთდ-ინდექსი, დანართი 5). მისი დასაშვები სიდიდეები სამუშაო ადგილზე ქალების განუწყვეტელი ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით არ უნდა აჭარბებდეს დანართ 5-ში მოცემულ სიდიდეებს.
ჟ) ამასთან, გთდ-ინდექსის საშუალო ცვლური სიდიდეები (სამუშაო და დასვენების ადგილებში მისი სიდიდეების გათვალისწინებით) არ უნდა აღემატებოდეს 8სთ-იან სამუშაო ცვლისათვის დასაშვებ ზედა ზღვრის სიდიდეს;
რ) ცალკეული პროფესიების (სამუშაოთა სახეების) შრომითი საქმიანობის შეფასება წარმოებს შრომითი დატვირთვის დასაშვები მაჩვენებლების შესაბამისად (ცხრილი №4)
ცხრილი № 4
| შრომითი დატვირთვის დასაშვები მაჩვენებლები | ||
| N | მაჩვენებელი | დასაშვები დონეები |
| 1. | ფიზიკური დინამი კური დატვირთვა ცვლაში, კგმ |
|
| 1.1
1.2
1.3. | რეგიონალური დატვირთვისას (ხელისა და მხრის სარტყლის კუნთების უპირატესი მონაწილეობით) ტვირთის 1მ-დე მანძილზე გადაადგილებისას ზოგადი დატვირთვისას (ხელის, ტანის, ფეხების კუნთების მონაწილეობით): -ტვირთის 1მ-დან 5-მდე მანძილზე გადადგილებისას. -დინამიური სამუშაოს სიდიდე, რომელიც სრულდება სამუშაო ცვლის ყოველი საათის განმავლობაში, ტვირთის გადაადგილებისას არა უმეტეს 1მ-იდან 5მ-მდე მანძილზე; - სამუშაო ზედაპირიდან - - იატაკიდან | 3000-მდე
15 000 –მდე
1750 875 |
| 2. 2.1 2.2
2.3 2.4 | ბელით ასაწევი გადასაადგილებელი ტვირთის მასა, კგ: - მექანიზაციის ხარისხი - სიმძიმეების აწევა და გადაადგილება (ერთჯერადად) სხვა სამუშაოსთან მონაცვლეობისას (2-მდე 1 საათში) სიმძიმეების აწევა და გადაადგილება (ერთჯრადად) მუდმივად სამუშაო ცვლის განმავლობაში ცვლის განმავლობაში ყოველ სთ-ში გადაადგილებული ტვირთის ჯამური მასა: - სამუშაო ზედაპირიდან - იატაკიდან |
შრომა მექანიზებულია, მუშაობა მართვის ორგანოებით 10-მდე 7-მდე
350-მდე 175-მდე |
| 3. 3.1 3.2
| სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობები (რაოდენობა ცვლის განმავლობაში): ლოკალური დატვირთვისას ხელების მტევნებისა და კუნთების მონაწილეობით რეგიონული დატვირთვისას (მუშაობა ხელებისა და მხრის სარტყლის კუნთების უპირატესი მონაწილეობით) |
40 000-მდე 20 000-მდე |
| 4 | სტატიკური დატვირთვა: ცვლის განმავლობაში სტატიკური დატვირთვის სიდიდე ტვირთის და ჭერის დროს ძალის დატანებისას, კგც: - ცალი ხელით - ორი ხელით - ტანისა და ფეხის კუთების მონაწილეობით |
21 600-მდე 42 000-მდე 60 000-მდე |
| 5 | სამუშაო პოზა | პეიოდულად მოუხერხებელ პოზაში ყოფნა (ცვლის დროის 25%) |
| 6 | ტანის დახრები (რაოდენობა ცვლის განმავლობაში) | იძულებითი დახრები (300 –ზე მეტი) ცვლის განმავლობაში 100-მდე |
| 7 | გადაადგილება სივრცეში (გადაადგილება, რომელიც განპირობებულია ტექნოლოგიური პროცესებით ცვლის განმავლობაში) კმ | 10-მდე |
|
| შრომის პროცესის დაძაბულობა | |
| 8 8.1 8.2
8.3
8.4 | ინტელექტუალური დატვირთვები: სამუშაოს შინაარსი სიგნალების (ინფორმაციის) აღქმა და მათი შეფასება
დავლების სირთულის ხარისხი
შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი
| მარტივი ალტერნატიული ამოცანების გადაჭრა ინსტრუქციის მიხედვით სიგნალების აღქმა მოქმედების და ოპერაციების შემდგომი კორექციით დავალების დამუშავება, შესრულება და მისი შემოწმება მუშაობა დადგენილი გრაფიკით მისი შესაძლო კორექტირებით საქმიანობის მსვლელობისას |
| 9. 9.1 9.2 9.3 9.4 9.4.1
9.4.2
9.4.3 | სენსორული დატვირთვები: გამახვილებული დაკვირვების ხანგრძლივობა (%-ში ცვლის დროსთან) სინგნალთა (სინათლის, ბგერის) და შეტყობინებათა სიმჭიდროვე მუშაობის 1 სთ-ის განმავლობაში ერთდროული დაკვირვების ქვეშ მყოფი საწარმოო ობიექტების რაოდენობა დატვირთვა მხედველობის ანალიზატორზე: გასარჩევი ობიექტის ზომა (მომუშავის თვალიდან გასარჩევ ობიექტამდე არა უმეტეს 0,5 მ მანძილზე) მმ-ში გამახვილებული დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %) ოპტიკური ხელსაწყოებით მუშაობა (მიკროსკოპი, ლუპა და ა.შ)
გამახვილებული დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %) დაკვირვება ვიდეოტერმიალების ეკრანებისადმი (სთ ცვლაში) დატვირთვა სმენის ანალიზატორზე (მეტყველების ან დიფერენცირებული სიგნალების აღქმის საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში |
50-მდე 175-მდე 10-მდე
5-1,1 მმ – სამუშაო დროის 50%-ზე მეტი; 1-03 მმ – სამუშაო დროის 50%-მდე% 0,3 მმ-ზე ნაკლები – სამუშაო დროის 25%-მდე 50-მდე სათანადო სწდან-ის შესაბამისად სიტყვებისა და სიგნალთა 90%-დან 70%-მდე გარჩევა |
| 10 10.1
10.2 10.3 | ემოციური დატვირთვები პასუხისმგებლბის ხარისხი. შეცდომის მნიშვნელობა
რისკის ხარისხი საკუთარი სიცოცხლისადმი რისკის ხარისხი სხვა პირთა უსაფრთხოების მიმართ | პასუხიმგებლობა დამმარე სამუშაოთა ფუნქციურ ხარისხსა და შესრულებაზე, რასაც მოსდევს დამატებითი ძალის დატანება ზემდგომი ხელმძღვანელობის მხრიდან (ბრიგადირის, ოსტატის და ა.შ.) გამორიცხულია გამორიცხულია |
| 11 11.1
11.2 | დატვირთვათა მონოტონურობა: ელემენტთა (ხერხების) რიცხვი, რომელიც აუცილბელია მარტივი დავალების რეალიზაციის ან მრავალჯერადი გამეორებითი ოპერაციების შესრულებისათვის მარტივი საწარმოო დავალებების ან განმეორებითი ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა, წმ |
9-6
100-25
|
| 12 12.1 12.2 | მუშაობის რეჟიმი: სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა, სთ სამუშაოს ცვლიანობა |
8-9 ორცვლიანი (ღამის ცვლის გარეშე) |
მუხლი 7
1. ქალებისათვის უპირატესობა მიენიჭება იმ სტაციონარულ სამუშაო ადგილებს და სამუშაოებს, რომელიც სრულდება თავისუფალ პოზასა და რეჟიმში, სადაც დაშვებულია სურვილის მიხედვით მდგომარეობის შეცვლა. არასასურველია მუდმივი მუშაობა „მდგომარე” ან „მჯდომარე” პოზაში.
2. ქალებისათვის შრომით დატვირთვათა ნორმირება უნდა ხდებოდეს მათი ორგანიზმის გათვალისწინებით და უზრუნველყოფდეს შრომის სიმძიმის ფიზიოლოგიურ ნორმატივებს (დანართი 1)
3. საწარმოში მომუშავე ქალები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სპეც. ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და დამცავი საშუალებებით მოქმედი ნორმების შესაბამისად. ინდივიდუალური დაცვის საშუალების (სახეებისა და ჯგუფების) არჩევა დანიშნულების მიხედვით უნდა ხორციელდებოდეს საწარმოო უბნებზე არსებული შრომის პირობების შესაბამისად.
მუხლი 8
იმ შემთხვევაში, თუ შრომის პირობები არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს, მათი გაჯანსაღების ღონისძიებების გატარება უნდა ხორციელდებოდეს პირველ რიგში იმ ქალთა პროფესიებში და სამუშაო ადგილებზე, სადაც მუშაობენ ფერტილური (შვილოსნობის ასაკის ქალები) და რომელთაც გადახრები აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობაში.
მუხლი 9. მოთხოვნები მომუშავე ქალთა მომსახურების სათავსებისადმი
სამრეწველო ობიექტების პროექტირებისას, სადაც გამოყენებული იქნება ქალთა შრომა, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსები, სპეციალური კომპლექსები სამეცნიერო პროფილაქტიკისათვის, სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციისა და გამაჯანსაღებელი დანიშნულებისათვის სამრეწველო საწარმოების დაპროექტების სანიტარიული ნორმისა და სწდნ-ის „სამრეწველო საწარმოთა დამხმარე შენობები და ნაგებობების” შესაბამისად.
მუხლი 10. მოთხოვნები ქალთა შრომის პირობებისადმი ორსულობის პერიოდში
1. ტექნოლოგიური ოპერაციები, მოწყობილობა, საწარმოო გარემო.
ა) ორსული ქალის შრომისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიური პროცესები და მოწყობილობები არ უნდა იყოს ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების მომატებული დონეების წყაროები. მათი შრომისათვის ტექნოლოგიური ოპერაციების ამორჩევისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს ფიზიკურ დატვირთვათა ისეთი სიდიდეები, რომლებიც დასაშვებია ორსულთათვის (ცხრილი 5);
ბ) ორსული ქალები არ უნდა ასრულებდნენ საწარმოო ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო საგნების მხრის სარტყელზე მაღლა აწევასთან, საგნის იატაკიდან აწევასთან, ფეხებისა და მუცლის პრესის კუნთების უპირატეს სტატიკურ დაძაბვასთან, იძულებით სამუშაო პოზასთან (ჩაცუცქვა მუხლებზე დგომა, მკერდითა და მუცლით დანადგარებსა და სამუშაო საგნებზე მიყრდნობა, მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა), სხეულის დახრასთან 150 -ზე მეტად. ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით.
ცხრილი 5
| ორსული ქალებისათვის ფიზიკურ დატვირთვათა დასაშვები სიდიდეები
| ||
| № | სამუშაოს ხასიათი | ტვირთის მასა კგ |
| 1 | სიმძიმეთა აწევა და გადაადგილება სხვა სამუშაოსთან მონაცვლეობით (2 –მდე საათში) | 2,5 |
| 2 | სიმძიმეთა აწევა და გადაადგილება მუდმივად სამუშაო ცვლის განმავლობაში | 1,25 |
| 3 | სამუშაო ცვლის თითოეული საათის განმავლბაში 5მ-მდე მანძილზე გადაადგილებული, ტვირთის ჯამური მასა არა უმეტეს: *) - სამუშაო ზედაპირიდან - იატაკიდან |
60 იატაკიდან ტვირთის აწევა დაუშვებელია |
| 4 | 8-საათიანი სამუშაო ცვლის განმავლობაში გადატანილი ტვირთის ჯამური მასა: *) - სამუშაო ზედაპირიდან |
480 |
| *) შენიშვნა: ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის წონაში შედის ტარისა და შეფუთვის წონაც. | ||
გ) ორსული ქალებისათვის შესასრულებლად შესაფერისი სამუშაოს ტექნოლოგიური ოპერაციები ამოირჩევა წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებიდან იმ პირობით, რომ ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ცხრილ №6-ში მოყვანილ დასაშვებ შრომით დატვირთვათა მაჩვენებლებს. ასეთ სამუშაოებს შესაძლოა განეკუთვნონ მსუბუქი ოპერაციები – აწყობა, დახარისხება და შეფუთვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ჰიგიენურ მოთხოვნებს შრომითი პროცესის, სამუშაო ადგილის ორგანიზაციისა და საწარმოო გარემოს მიმართ, რომლებიც მოცემულია 5, 6 და 7 ცხრილებში.
დ) ორსული ქალების სამუშაო ადგილებზე გარემოს პარამეტრების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საწარმოო გარემოს ოპტიმალური პირობების ჰიგიენური მაჩვენებლით (ცხრილი 7);
ე) ორსული ქალები არ დაიშვებიან იმ სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციურ, პარაზიტულ და სოკოვანი დაავადებათა გამომწვევის მოქმედებასთან;
ვ) ორსული ქალები არ უნდა შრომობდნენ ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების პირობებში. სამუშაო ზონაში გახურებული დანადგარების და მოწყობილობის ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 350 C-ს;
ზ) ორსული ქალებისათვის გამოირიცხება საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც დაკავშირებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან, აგრეთვე სამუშაოებთან ორპირ ქარში;
თ) ქალებს ორსულობის პერიოდში ეკრძალებათ მუშაობა ბარომეტრული წნევის მკვეთრი მერყეობის პირობებში (საფრენოსნო შემადგენლობა, ბორტგამყოლი, ბაროკამერის პერსონალი და სხვ.);
ი) ორსული ქალების მუშაობა უსარკმელო და გაუნათებელ ნაგებობებში, ე.ი. ბუნებრივი განათების გარეშე, არ დაიშვება;
კ) ქალები ორსულობის დადგენის დღიდან და ლაქტაციის პერიოდში არ დაიშვებიან არც ერთი ისეთ სამუშაოზე, რომელიც პროფესიულად დაკავშირებულია ვიდეოდისპლეური ტერმინალებისა და პერსონალური ელექტროგამომთვლელი მანქანების გამოყენებასთან, აგრეთვე რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედების პირობებში.
2. მოთხოვნები სამუშაო ადგილების ორგანიზაციისადმი
ა) ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. გამოირიცხება მუდმივი „მჯდომარე” „მდგომარე” მუშაობა, გადაადგილება (სიარული);
ბ) ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგის დახრის კუთხე რეგულირდება ორსულობის ასაკისა და შრომისა და დასვენების რეჟიმის შესაბამისად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომლებიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას.
ცხრილი 6
| შრომითი დატვირთვის მაჩვენებელი ქალებისათვის ორსულობის პერიოდში | ||
| № | შრომითი დატვირთვის მაჩვენებლები | დონეები |
| 1. | მექანიზაციის ხარისხი | შრომა მთლიანად მექანიზიებულია |
| 2. | სამუშაო პოზა | თავისუფალი |
| 3. | სიარული ცვლის განმავლობაში, კმ | 2-მდე |
| 4. | ბელებით შესრულებულ სამუშაო მოძრაობათა ხასიათი | მარტივი სტერეოტიპული |
| 5. | მოძრაობის ტემპი | თავისუფალი |
| 6. | ცვლის განმავლობაში სამუშაო ოპერაციების რიცხვი | 10 და მეტი |
| 7. | განმეორებით შესასრულებელ ოპერაციათა ხანგრძლივობა, წმ | 100 |
| 8. | გამახვილებული დაკვირვების ხანგრძლივობა,ცვლის დროის % | 25-მდე |
| 9. | სიგნათლთა, შეტყობინებათა სიმჭიდროვე, საშუალოდ 1 საათის განმავლობაში | 60-მდე |
| 10. | მხედველობითი გასარჩევ ი ობიექტის ზომა (მხედველობითი სამუშაოების კატეგორია) | 5მმ-ზე მეტი, მცირე სიზუსტის, უხეში სამუშაო |
| 11. | ცვლიანობა | დილის |
ცხრილი 7
| საწარმოო გარემოს ოპტიმალური პირობების ჰიგიენური მაჩვენებლები | ||
| № | საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორები | ოპტიმალური დონე |
| 1. | მავნე ქიმიური ნივთიერებები | არ არის |
| 2. | უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების სამრეწველო აეროზოლები | არ არის |
| 3. | ვიბრაცია (ზოგადი და ლოკალური) | არ არის |
| 4. | ხმაური | 50-60 დბა |
| 5. | ულტრაბგერა | არ არის |
| 6. | ინფრაბგერა | ბუნებრივი ფონი |
| 7. | არამაიონებელი გამოსხივება: - სამრეწველო სიხშირის (50 ჰც) ელექტრული ველი - რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება: - 0,01 – 3 ჰც - 3-30ჰც - 30ჰც-300მჰც - 300 მჰც-300 ჰჰც - მუდმივი ელექტული და მაგნიტური ველები |
0,5 კვ/მ
10 ვ/მ 6 ვ/მ 2 ვ/მ 1 მკვ/სმ2 ბუნებრივი ფონი |
| 8. | მაიონებელი გამოსხივება | ბუნებრივი ფონი |
| 9. | მიკროკლიმატი შენობაში Iა კატეგორიის მსუბუქი სამუშაოს შესრულებისას: ჰაერის ტემპერატურა, 0 C; - წლის ცივი პერიოდი - წლის თბილი პერიოდი - შეფარდებითი ტენიანობა, % - ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წ |
22-24 23-25 40-60 0,1 |
| 10. | ატმოსფერული წნევა, მმ-ში ზღვის დონიდან | ბუნებრივი ფონი |
| 11. | ბილოგიური ფაქტორები (მიკროორგანიზმები, ჰორმონული და ცილოვანი პრეპარატები; ამინომჟავები, ვიტამინები და ორგანიზმის სხვა ბუნებრივი კომპონენტები) | ბუნებრივი ფონი |
| 12. | განათებულობა, ლქ (განათების კომპონირებული სისტემა) | მოქმედი ჰიგიენური ნორმატივების ოპტიმალური სიდიდეები |
გ) საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ფეხებისათვის ქვესადგომი სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით;
დ) სამუშაო მაგიდის ზედაპირს უნდა ჰქონდეს ჭრილი კორპუსისათვის მომრგვალებული კუთხეებით და დაფარული მქრქალი მასალით არეკლილი სიბრჭყვიალის თავიდან აცილებისათვის;
ე) სამუშაო მაგიდასა და საწარმოო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს სივრცე ფეხებისათვის: სიმაღლე არანაკლებ 600 მმ, სიგანე არანაკლებ 500-600 მმ, სიღრმე არანაკლებ 450 მმ – მუხლების დონეზე და არანაკლებ 650 მმ – ტერფების დონეზე.
დანართი 1
(საცნობარო)
| შრომის პროცესში ფიზიკური დაძაბულობის ფიზიოლოგიური ნორმატივები | |||||||
| № | ორგანიზმის დაძაბულობის კრიტერიუმები | დასაშვები სიდიდეები | |||||
|
|
| სამუშაოთა სახე | |||||
|
|
| ლოკალური | რეგიო- ნული | საერთო | არასასურ- ველი სტატიკური დატვირთვე- ბით | ||
| 1 | მუშაობისას გულის შეკუმშვათა სიხშირე, 1 წთ-ში | 85 | 90 | არა უმეტეს 100 | 90 | ||
| 2. | მუშაობისას ენერგოდანა- ხარჯები, კკალ/წთ | 1,7 | 2,8 | 4,2 |
| ||
| 3. | სუნთქვის წუთმოცულობა, ლ/წთ | 9 | 14 | 18 |
| ||
| 4 | კან-ფილტვოვანი სითხის დანაკარგი, გ/სთ | 250 | |||||
| 5 | სტატიკური გამძლეობის დაქვეითება კუნთის მაქსიმალური ძალის 0,75-ის გამოყენებისას, %-ში | არა უმეტეს 20 | |||||
| შენიშვნები 1. გულის შეკუმშვათა სიხშირის სიდიდები საერთო მუშაობის დროს უნდა დადგინდეს მოცემულ მაჩვენებლებზე 5-ით ნაკლები 30 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის, 10-ით ნაკლები 40 წელზე მეტი ასაკისათვის. ლოკალური და რეგიონული სამუშაოებისას აღნიშნული მაჩვენებლები უნდა შემცირდეს 3 და 7 ერთეულით შესაბამისი ასაკის ჯგუფებისათვის. 2. საერთო მუშაობისას სითბურ დატვირთვასთან კომბინაციაში გულის შეკუმშვათა სიხშირე დაიშვება 5-ით ნაკლები 1 წთ-ში. 3. ენერგოდანახარჯების, სუნთქვის წუთმოცულობის და სითხის დანაკარგის სიდიდეები გათვლილია 70 კგ წონის ადამიანებისათვის. კონკრეტული პირის მონაცემების აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიღებული სიდიდე უნდა გაიყოს გამოსაკვლევი პირის წონაზე და გამრავლდეს 70-ზე. 4. სამუშაო: საერთო – ქვემოკიდურებისა და ტანის კუნთების მონაწილეობით; რეგიონული – მხრის სარტყლის კუნთების უპირატესი მონაწილეობით; ლოკალური – დაკავშირებულია მტევნისა და ხელის თითების მცირე სტერეოტიპულ მოძრაობასთან. | |||||||
დანართი 2
(საცნობარო)
| რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქმედი პოტენციურად საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი* | |
| N | ნივთიერების დასახელება |
| 1 | 2 |
| 1 | აკრილამიდი |
| 2 | აკროლეინი |
| 3 | 6-ამინომიკოტინამიდი |
| 4 | სელენოვანი ანჰიდრიდი |
| 5 | ანილინი და მისი წარმოებულები |
| 6 | ანტიბიოტიკები |
| 7 | საანესთეზიო აირები |
| 8 | ანტიკოაგულანტები |
| 9 | აცეტამიდი |
| 10 | აცეტონი |
| 11 | ბარბიტალი და ნატრიუმის ბარბიტალი |
| 12 | ბარიუმი და მისი ნაერთები |
| 13 | ბენზინი-საწვავი, გამხსნელი |
| 14 | ბენზოლი |
| 15 | ბენზაპირენი |
| 16 | ბერილიუმი და მისი ნაერთები |
| 18 | ბენზოსულფომჟავას ბუტილამიდი |
| 19 | ბუთილმეტაკრილატი |
| 20 | ვინილქლორიდი |
| 21 | ჰექსაქლორბენზოლი |
| 22 | ჰეროინი |
| 23 | ეიდრაზინი და მისი ნაწარმი |
| 24 | იზოპროპინბენზოლის ჰიდროზეჟანგი |
| 25 | ჰორმონული პრეპარატები |
| 26 | (1,3- ბუტადიენი) დიბუტილფტალატი (დივინილი) |
| 27 | დიდოდეცილფტალატი |
| 28 | დიმეთილაცეტამიდი |
| 29 | 2,6- დიმეთილ ჰიდროქინონი |
| 30 | 4,4 დიმეთილოქსანი |
| 31 | დიმეთილსულფატი |
| 32 | დიმეთილპერეფტალატი |
| 33 | დიმეთილფორმამიდი |
| 34 | დიმეთილფტალიტი |
| 35 | პერფტორადიპინის მჟავას დინიტროლი |
| 36 | პერფტორგლუტარის მჟავას დინიტროლი |
| 37 | დინიტრობენზოლი |
| 38 | დიოქსინი |
| 39 | დისულფიდი და მეთილპანტოილი – B –ზამინოეთილი |
| 40 | 1,3- დიქლორბუტენ-2 |
| 41 | დიეთილაცეტამიდი |
| 42 | დიეთილფტალიტი |
| 43 | კადმიუმი და მისი ნაერთები |
| 44 | კაპროლაქტამი |
| 45 | კაფტაქსი |
| 46 | კარბათიონი |
| 47 | ქსანტოგენატები კალიუმის, ნატრიუმის |
| 48 | ქსილოლი |
| 48 | ლუმინოფორები |
| 49 | სანგანუმი და მისი ნაერთები |
| 50 | სპილენძი და მისი ნაერთები |
| 51 | მეტაცილი |
| 52 | მეთილაცეტამიდი |
| 53 | მონოფურფურილიდენაცეტონი |
| 54 | მონოეთალოლამინი |
| 55 | მონოფოლინი |
| 56 | B- ნაფტალინი |
| 57 | A-ნაფთოქინონი |
| 58 | ნიკოტინამიდი |
| 59 | ბენზოლის ნიტრონაერთები |
| 60 | ნიტროფურანი |
| 61 | პაქიკარპინი |
| 62 | პესტიციდები |
| 63 | პიპერიდინი |
| 64 | პირიმიდინის წარმოებულები |
| 65 | რაუვოლფია და მისი პრეპარატები |
| 66 | ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები |
| 67 | ტყვია და მისი ნაერთები |
| 68 | სელენი და მისი ნაერთები |
| 69 | გოგირდახშირბადი |
| 70 | სტიროლი |
| 71 | აზოტმჟავა სტრონციუმი |
| 72 | სტრონციუმის ოქსიდი და ჰიდროოქსიდი |
| 73 | სტიბიუმი და მისი ნაერთები |
| 74 | თამბაქო-მტვერი და აქროლადი ნივთიერებები |
| 75 | ტალოდომიდი |
| 76 | თალიუმი და მისი ნაერთები |
| 77 | თეობრომინი |
| 78 | თეოფილინი |
| 79 | ტესტოსტერონი |
| 80 | ტეტრამეთილტიურამიდისულფიდი |
| 81 | ტეტრაქლორბუტანი |
| 82 | ტეტრაქლორბუტადიენი |
| 83 | ტეტრაეთილტყვია |
| 84 | თიოაცეტამიდი და მისი წარმოებულები |
| 85 | თიორაცილი |
| 86 | ტოლუოლი |
| 87 | ტრეტბუთილპირაცეტატი |
| 88 | ტრეტბუთილპერბენზოატი |
| 89 | ტრიკრეზილფოსფატი |
| 90 | ტრიკრეზოლი |
| 91 | 1,5, 5-ტრიმეთილციკლოჰექსანონი-3 |
| 92 | 3,5 – ტრიმეთილციკლოჰექსანონი-3 |
| 93 | ტრინიტროტოლუოლი |
| 94 | 2,4,6,- ტრინიტროფენოლი |
| 95 | ტრიფენილფოსფატი |
| 96 | ტრიფტაზინი |
| 97 | მ-ტრიფტორმეთილფენილიზოციანატი |
| 98 | ტრიფტორქლორპროპანი |
| 99 | 1,1,3-ტრიქლორაცეტონი |
| 100 | 1,2,3- ტრიქლორბუტენი-3 |
| 101 | ტრიქლორსიკადი |
| 102 | ტრიქლორტრიაზინი |
| 103 | სპილენძის ტრიქლორფენოლია |
| 104 | ტრიქლორეთილენი |
| 105 | ტრიეთოქსისილანი |
| 106 | ტრი (2 –ეთილჰექსილ) ფოსფატი |
| 107 | სამმაგიკარბონატი |
| 108 | ურანი (ხსნადი და უხსნადი ნაერთები) |
| 109 | ნნ-მ-ფენილენდიმალეიმიდი |
| 110 | ფენოლი |
| 111 | ფორმალდეჰიდი |
| 112 | ფორმამიდი |
| 113 | ფოსფოროვანი წყალბადი |
| 114 | ხუთქლორიანი ფოსფორი |
| 115 | სამქლორიანი ფოსფორი |
| 116 | ფოსფორის ქლორჟანგი |
| 117 | ფტორ აცეტამიდი |
| 118 | ფტოროტანი |
| 119 | ფურანი |
| 120 | ფურილის სპირტი |
| 121 | ფურფურიალიდენი |
| 122 | ფურფოლორი |
| 123 | ქინაქინა |
| 124 | 2-კარბონმჟავას 4 ქლორბენზონფენონი |
| 125 | ქლორიანი 5-ეთოქსიფენილი 1,2 აზთიონის |
| 126 | ქლორმეთილტრიქლორსილანი |
| 127 | ქლოროპრენი |
| 128 | ქლოროფორმი |
| 129 | II ქლოროფენოლი |
| 130 | 2- ქლორეთანსულფოქლორიდი |
| 131 | ქრომატები, ბიქრომატები |
| 132 | ციკლოჰექსანი |
| 133 | ციკლოჰექსანონი |
| 134 | ციკლოჰექსანლოქსიმი |
| 135 | ეპიქლორჰიდრიდი |
| 136 | ეთილინეის ოქსიდი |
| 137 | ეთილენიმინი |
| 138 | ეთილმერკ ურფოსფატი |
| 139 | 2- ეთილჰექსილდიფენილფოსფატი |
| 140 | ეუფილინი |
| 141 | ურეთანები |
| 142 | აცეტილსალიცილინის მჟავა |
| 143 | ამილის ბრომიდი |
| 144 | ბუთილის ბრომიდი |
| 145 | ეექსილის ბრომიდი |
| 146 | დიბუთილფენილფოსფატი |
| 147 | ეპოქსიდური ფისების აქროლადი პროდუქტები |
| 148 | ეპოქსიტრიფენოლის ფისის აქროლადი პროდუქტები |
| 149 | მეთილის დიქლორადი |
| 150 | 2-მეთილფურანი |
| 151 | ტრიბუთილფოსფატი |
| 152 | ფენოქსიძმარმჟავა |
| 153 | დარიშხანი და მისი ნაერთები |
| 154 | 2,4,6 ტრინიტროანიზოლი |
* შეტანილია ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც საშიშ მოქმედებას ახდენენ გონადებზე და/ან ემბრიონზე (კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე).
დანართი 3
(საცნობარო)
| უპირატესად ფიბროგენული მოქმედების საწარმოო აეროზოლების ნუსხა | |
| N | ნივთიერების დასახელება |
| 1 | 2 |
| 1 | სილიციუმის დიოქსიდი (კაჟმიწა) კრის ტალური (კვარცი, კრისტობალიტი, ტრიდიმიდი, კვარციტი, დინასი, გრაფიტი, შა-მოტი, ნედლი ქარსი, სპილენძ-სულფიდური მადნები და სხვ.) |
| 2 | სილიციუმის დიოქსიდი ამორფული კონდენსაციის და დეზიტეგრაციის აეროზოლების სახით (დიატომიტი, კვარცის მინა, ნადნობი კვარცი, ტრეპელი და სხვ) |
| 3 | სილიციუმის კარბიდი (ბოჟკოვანი კრისტალები) |
| 4 | სილიკატების შემცველი მტვერი, სილიკატები, ალუმინის სილიკატები: ა) ბუნებრივი აზბესტი (ქრიზოტილი, ანტოფილიტი, აქტინოლიტი, ტრემოლიტი, მაგნეზიარფვედსონიტი) და სინთეზური აზბესტები, ასევე აზბესტოვანი ქანების მტვერი; ბ) აზბესტცემენტი შეუღებავი და ფერადი, მასში მანგანუმის დიოქსიდის არა უმეტეს 5%, ქრომის ოქსიდის არა უმეტეს 7%, რკინის ოქსიდის არა უმეტეს 10% შემცველობით; გ) აზბესტბაკელიტი, აზბესტრეზინი; დ) ქარსი (ფლაგოპიტი, მუსკოვიტი), ტალკი, ტალკისებური ქანების მტვერი. ე) ცემენტი, ოლივინი, აპატიტი, თიხა კაოლინოვანი შამოტი; ვ) ვულკანური წარმოშობის მინისებური სილიკატები (ტუფი, პემზე, პერლიტი); თ) დუნიტები და მათგან დამზადებული მაგნეზიტური სილიკატური (ფორსტერიტული) ცეცხლგამძლე; ი) მინის და მინის სამშენებლო მასალების მტვერი |
| 5 | ბელოვნური მინერალური ბოჭკოები სილიკატური მინისებური სტრუქტურით (მინის ბოჭკო, მინის ბამბა, მინერალური და წოდური ბამბა, ბაზალტური). |
| 6 | ლითონებისა და მათი სილიკატების აეროზოლები, წარმოქმნილი მშრალი ხეხვის, ლითონის ფხვნილის მიღების პროცესში |
| 7 | ნახშირბადის მტვერი: ა) ქვანახშირის, სქელფისის, ნავთობის, ქარსისკოქსი; ბ) ანტრაციტი და ნახშირის სხვა წიაღისეული; გ) ნახშირის ქანების მტვერი თა ვისუფალი სილიციუმის დიოქსიდის შემცველობით 5-დან 10%-მდე. დ) ალმასი ბუნებრივი და ხელოვნური, მათ შორის მეტალიზებული; ე) სარეწველო შავი ჭვარტლი ბენზაპირენის შემცველობით არა უმეტეს 35 მგ/კგ; ვ) ნახიშრბადოვანი ბოჭკოსებრი მასალები ჰიდროცელუზური და პოლიაკრილონიტრიული ბოჭკოების საფუძველზე |
| 8 | მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მტვერი (ბამბის, სელის, კანაფის, ჯუთის, მარცვლის, თამბაქოს, მერქნის, ტორფის, სვიის, ქაღალდის, შალის, ბუმბულის, ნატურალური აბრეშუმის და სხვ.) |
| 9 | არაორგანული ლუმინოფორის მტვერი,მათ შორის კადმიუმის 5%-მდე შემცველობით |
| 10 | შედუღების აეროზოლები: ა) მანგანუმის (20%-ზე მეტი), ნიკელის, ქრომის, ფტორის შენაერთების, ბერილიუმის, ტყვიის შემცველი; ბ) მანაგანუმის (20%-მდე), რკინის ოქსიდების, ალუმინის, მაგნიუმის, ტიტანის, სპილენძის, თუთიის, მოლიბდენის, ვანადიუმის, ვოლფრამის შემცველი. |
| 11 | აბრაზიული და აბრაზივშემცველი (ელექტროკორუნდი, ბორის კარბიდი, ელბორი, სილიციუმის კარბიდი და სხვ.) |
დანართი 4
(სავალდებულო)
მუხლი 11. ჰიგიენური მოთხოვნები ზოგადი ვიბრაციის არახელსაყრელი გავლენის შეზღუდვისათვის
1. ზოგადი ვიბრაცია მომუშავე ქალებისათვის პროფესიული რისკის ფაქტორს წარმოადგენს მათ რეპროდუქციულ ფუნქციაზე მკვეთრი ზემოქმედების გამო სტრესული და ბიომექანიკური მექანიზმების მოქმედების ხარჯზე. ზოგადი ვიბრაციის პოტენციური საშიშროება მოითხოვს განსაკუთრებული პროფილაქტიკური ზომების მიღებას.
2. ზოგადი ვიბრაციის დონე ქალთა სამუშაო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს:
ა) სატრანსპორტო ვიბრაციისათვის – 101 დბ და 0,28 მ/წმ2 ;
ბ) სატრანსპორტო-ტექნოლოგიური ვიბრაციისათვის – 95 დბ და 0,14 მ/წმ2 ;
გ) ტექნოლოგიური ვიბრაციისათვის – 86 დბ და 0,05 მ/წმ2 .
3. ვიბრაციის დონე 107 დბ-ზე მეტი ვიბროსიჩქარით ან 0,56 მ/წმ2 აჩქარებით წარმოადგენს სახიფათოს (ექსტრემალურს) და ამის გამო იზღუდება ტექნოლოგიური და ნაწილობრივ სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კატეგორიის ზოგადი ვიბრაციის ექსპოზიცია ქალებისათვის სნ 3044-84, სსტ 12.1.012-90-ის შესაბამისად.
4. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია აცნობოს მოზარდ ქალიშვილებს და ფერტილური (შვილოსნობა) სამუშაოზე მიღებისას რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის იმ რისკის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ზოგადი ვიბრაციის მოქმედებასთან.
5. ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობის, ახლი მანქანების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის (ნტდ) ექსპერტიზის დროს გამაფრთხილებელი სანიტარიული ზედამხედველობის ჩატარებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს:
ა) ქალების რაოდენობას, რომელიც იმუშავებს ვიბრაციასთან კონტაქტში;
ბ) სამუშაო ადგილებზე ვიბრაციისაგან დაცვის ზომების მიღებას;
გ) სავარძლის კონსტრუქციულ მახასიათებლებს, მის შესაბამისობას ქალის ანთროპომეტრულ თავისებურებათა, საზურგეს, იდაყვსადების არსებობას, სავარძლის რეგულირებას სიმაღლის და წონის გათვალისწინებით, ვიბროდაცვის ელემენტებს, ორთლგამტარი ზედაპირის არსებობას და სხვ.
6. სამუშაო ადგილზე ვიბროაქტიურ მოწყობილობებთან (მაგ., წნეხების, შტამპები, საქსოვი დაზგები და სხვ.) ვიბრაციის დონის შემცირებისათვის უნდა მოეწყოს ვიბროიზოლირებული საძირკვლები ცილინდრული ზამბარების, საკისრიანი შუასადებების, რესორების და სხვათა გამოყენებით, ხოლო მცირე დინამიკური დატვირთვებისთვის – თანაბარსიხშირიანი რეზინოლითონის ამორტიზატორები, რეზინის ელემენტები და ა.შ.
7. ვიბროაქტიურ მოწყობილობებთან „ფეხზე მდგომი” სამუშაო ადგილებით საჭიროა ვიბროიზოლირებული მოედნების და ნოხების, ხოლო „მჯდომარე” სამუშაო ადგილებთან _ ვიბროიზოლირებული სავარძლების გამოყენება. იგივე დასაჯდომი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხიდურ ამწეებზე, საამქროსშიდა თვითმავალ მანქანებზე და სხვ.
8. მანქანებისა და მოწყობილობების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ არ დაიშვება ლოკალურ ვიბრაციასთან შეხება სხეულის ისეთი ნაწილებით, როგორიცაა მუცელი, ბარძაყი, ხერხემლის გავა-წელის ნაწილი; საჭიროა აიკრძალოს ისეთი ოპერაციები, როდესაც დეტალების მბრუნავ ზუმფარაზე მიჭერა ხორციელდება, მაგალითად, მუცლის ქვედა ნაწილით და სხვ.
9. ქალებს ეკრძალებათ მუშაობა მძიმე თვითმავალ და არასაგზაო სატრანსპორტო მანქანებზე (მძიმე სატვირთო ავტომობილები, ავტოთვითმცლელები, მიწისმთხრელი მანქანები, ტრაქტორები, ბულდოზერები და სხვ.). შესაძლებლობისამებრ საჭიროა შეიზღუდოს ქალთა სამუშაოების დრო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური ვიბრაციის პირობებში. ამავე დროს ისინი უზრუნველყოფილ უნდა იქნენ გამართული ტექნიკით, კეთილმოწყობილი სატრანსპორტო გზებით და სხვ.
10. „მჯდომარე” პოზაში მუშაობისას ვიბრაციის ზემოქმედების პირობებში გასათვალისწინებელია შრომისა და დასვენების რეჟიმი სადილზე შესვენების ჩართვით, არანაკლებ 40 წუთის ხანგრძლივობით და 5-10-წუთიანი შესვენებები ყოველი 1 საათის მუშაობის შემდეგ, მცირე მენჯში შეგუბების მოვლენების პროფილაქტიკის მიზნით. ცვლის პირველ ნახევარში შესვენებისას საჭიროა ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება სტატიკური დატვირთვის შესაცვლელად დინამიკური დატვირთვით, ხოლო ცვლის მეორე ნახევარში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზების და სტატიკური დაძაბულობის მოსახსნელად დამატებით ჩატარდეს ფეხების, ხელებისა და ზურგის თვითმასაჟი.
11. წლის ცივ პერიოდში ღია ცის ქვეშ სამუშაოთა შესრულებისას დაუშვებელია სავარძლის გაცივება; გათვალისწინებული უნდა იყოს მისი შეთბობა ელექტრული ან თერმოქიმიური წყაროებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე სათავსი სხეულისა და ფეხების გასათბობად; თბილი ტუალეტი, სპეცტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საშრობი.
12. ზოგადი ვიბრაციის მოქმედებისას „ფეხზე მდგომი” სამუშაო პოზაში საჭიროა გათვალისწინებული იყოს ფეხის ჰიდრომასაჟის დანადგარი სნდაწ 2.09.04-87 „ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობის” შესაბამისად, 40 მომუშავეზე 1 დანადგარის გაანგარიშებით.
13. დასვენებისა და ფსიქოლოგიური განტვირთვის სათავსებში საჭიროა გამოყენებულ იქნეს სავარძლები თავმისაყუდით, საიდაყვებით და ფეხების საყრდენი აღჭურვილობით. ხმაურის დონე ზემოაღნიშნულ სათავსებში არ უნდა აღემატებოდეს 65 დბა-ს.
14. ქალები ზოგადი ვიბრაციის ზემოქმედებისას ყოველწლიურად უნდა გადიოდნენ პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. ასეთი პროფჯგუფების მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს დიფერენცირებულად, ასაკისა და გენერაციული ფუნქციის მდგომარეობის გათვალისწინებით.
დანართი 5
(სარეკომენდაციო)
მუხლი 12. გარემოს თერმული დატვირთვის ინტეგრალური მაჩვენებელი
1. გარემოს თერმული დატვირთვის ინდექსი (გთდ ინდექსი) წარმოადგენს ემპირიულ ერთრიცხვიან მაჩვენებელს, გამოსახულს 0 C-ში, რომელიც ახასიათებს ადამიანის ორგანიზმზე მიკროკლიმატის პარამეტრების (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე და სითბური გამოსხივება) კომბინირებულ მოქმედებას.
2. გთდ ინდექსი განისაზღვრება ასპირაციული ფსიქრომეტრის დასველებული თერმომეტრის (t სვ) სიდიდისა და გაშავებული სფეროს შიდა ტემპერატურის (t სფ) საფუძველზე.
3. გაშავებული სფეროს შიდა ტემპერატურა (t სფ) იზომება თერმომეტრით, რომლის რეზერვუარი მოთავსებულია გაშავებული სფეროს ცენტრში და ასახავს ტემპერატურის, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის და სითბური გამოსხივების კომპლექსურ მოქმედებას. გაშავებული სფერო უნდა იყოს მაქსიმალურად თხელკედლიანი 50 მმ დიამეტრით და შთანთქმის კოეფიციენტით არანაკლებ 0,95 -ისა. ტემპერატურის გაზომვის სიზუსტე სფეროს შიგნით ± 0,5 0 C.
4. გთდ ინდექსი გამოითვლება განტოლებით:
გთდ = 0,7 t სვ + 0,3 t სფ
5. გთდ ინდექსი რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს გარემოს თერმული დატვირთვის ინტეგრალური შეფასებისათვის იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც ჰაერის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 1მ/წმ-ს, შეფარდებითი ტენიანობა – 80%-ს, ხოლო სითბური გამოსხივება – 1000 ვტ/მ2-ს .
6. გთდ ინდექსის გაზომვისა და კონტროლის მეთოდი ანალოგიურია ჰაერის ტემპერატურის გაზომვის და კონტროლის მეთოდისა (სწდან “ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი”).
7. გთდ ინდექსის მაჩვენებლები არ უნდა სცილდებოდეს იმ სიდიდეთა ზღვრებს, რომლებიც მითითებულია ცხრილში.
| გარემოს თერმული დატვირთვის (გთდ ინდექსი) ინტეგრალური მაჩვენებლის დასაშვები სიდიდეები მისი ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით (საათებში), ზედა ზღვარი | ||||||||
| სამუშაოთა კატეგორია (საერთო ენერგოდანა- ხარჯები), ვტ/მ 2 | გთდ ინდექსის სიდიდეები 0 C პერიოდისათვის (სთ-ში) | |||||||
|
| 8 | 7 | 6 | 5 | 4 | 3 | 2 | 1 |
| Iა (77-მდე) | 22,7-24,5 | 24,9 | 25,3 | 25,8 | 26,6 | 27,2 | 28,2 | 29,5 |
| I ბ (78-97) | 21,9-23,5 | 24,2 | 24,6 | 25,1 | 25,8 | 26,4 | 27,4 | 28,6 |
| IIა (98-129) | 21,2-22,6 | 23,1 | 23,5 | 24,0 | 24,6 | 25,2 | 26,2 | 27,4 |
| IIბ (139-160) | 20,0-21,5 | 22,0 | 22,4 | 22,9 | 23,4 | 24,0 | 24,9 | 26,3 |
| III (161-193) | 18,8-20,4 | 20,0 | 21,3 | 21,7 | 22,2 | 22,7 | 23,6 | 25,0 |
დანართი 6
(სარეკომენდაციო)
1. ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტში მომუშავე ქალთა შრომისუნარიანობის შენარჩუნებისა და ამაღლების, შრომის არახელსაყრელი პირობების მოქმედების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების, დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა წელიწადში 2-ჯერ ჩატარდეს ვიტამინიზაცია, დაენიშნოთ აეროვიტი, უნიდენტი და სხვ. ადაპტოგენები (ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, დიბაზოლი და სხვ.); ულტრაიისფერი დასხივება კისრის არეში 2 კვირის განმავლობაში დაენიშნო ბიოდოზის დადგენის შემდეგ, „ბიოდოზის თანდათან გაზრდით 1/3-1/4 ბიოდოზიდან 3 ბიოდოზამდე.
2. ორსულობის მე-12 კვირიდან ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში საჭიროა მომუშავე ორსული ქალებისათვის ვიტამინიზაციის გათვალისწინება. გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისა და გაციებითი დაავადების წინააღმდეგ მომუშავეთა ორგანიზმის მდგრადობის, შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენება სხვადასხვა მასტიმულირებელი სასმელები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები